მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ცოლზე ძალადობაში ბრალდებულმა შსს-ს მაღალჩინოსანმა იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა
ცოლზე ძალადობაში ბრალდებულმა შსს-ს მაღალჩინოსანმა იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულმა შსს-ს მაღალჩინოსანმა იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა

ფორმულა|formulanews.ge

"ფორმულას" შსს-ში უთხრეს, რომ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულმა შსს-ს მაღალჩინოსანმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური შეაბეს.

იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია ტვ პირველმა, "შაბათის ეთერით" გაავრცელა. ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი სოფია სიგუა-შატბერავა ამბობდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანმა ქმარმა მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით, "მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით" ემუქრებოდა.

ცოლის მიერ ძალადობაში მხილებიდან რამდენიმე დღეში იოსებ სიგუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში იმყოფება

აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში იმყოფება

ფორმულა

ღარიბაშვილი: აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში

ღარიბაშვილი: აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში

ფორმულა

ზელენსკი: უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღო

ზელენსკი: უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღო

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათ

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათ

ფორმულა