მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: სწრაფად უნდა გადავიდეთ ევროპის ერთობლივ ანტიბალისტიკური თავდაცვის პროექტზე
ზელენსკი: სწრაფად უნდა გადავიდეთ ევროპის ერთობლივ ანტიბალისტიკური თავდაცვის პროექტზე

ზელენსკი: სწრაფად უნდა გადავიდეთ ევროპის ერთობლივ ანტიბალისტიკური თავდაცვის პროექტზე

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა. ზელენსკის თქმით, რაკეტების განეიტრალება შეძლეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და საჭიროა ნატოს სამიტზე მიღებულ ვალდებულებების დროული განხორციელება - უკრაინას შეთანხმებული სამხედრო დახმარების პაკეტები დროულად მიაწოდონ.

"ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 120-ზე მეტი დრონი და 12 რაკეტა გაუშვა, რომელთა ნახევარი ბალისტიკური იყო.

ჩვენმა დამცველებმა სამიზნეების უმეტესობის ჩამოგდება შეძლეს, თუმცა ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება ვერ მოხერხდა.

ჩვენ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები შეასრულებენ ნატოს სამიტზე მიღებულ ვალდებულებებს და შეთანხმებულ სამხედრო დახმარების პაკეტებს დროულად მოგვაწვდიან, რათა ჩვენი მოსახლეობის დაცვა გაძლიერდეს.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ Patriot-ის სისტემების ლიცენზირების შეთანხმებებსა და ევროპის ერთობლივი ანტიბალისტიკური თავდაცვის პროექტის განხორციელებაზე.

ამ ეტაპზე ჩვენი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ამ მიზნის მიღწევაა", - დაწერა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში იმყოფება

აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში იმყოფება

ფორმულა

ღარიბაშვილი: აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში

ღარიბაშვილი: აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში

ფორმულა

ზელენსკი: უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღო

ზელენსკი: უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღო

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათ

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათ

ფორმულა