მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინამ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, ათი ტანკერი და ოთხი ბორანი დაბომბა
უკრაინამ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, ათი ტანკერი და ოთხი ბორანი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, ათი ტანკერი და ოთხი ბორანი დაბომბა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 11 ივლისსა და 12 ივლისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს. მათ შორის, დარტყმა განხორციელდა სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

გენშტაბის ინფორმაციით, საწარმოს ტერიტორიაზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა. უწყების ცნობით, ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8.5 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებაა და ის ბენზინს, დიზელისა და საავიაციო საწვავს, ასევე სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს, რომლებიც, მათივე განცხადებით, რუსეთის არმიის საჭიროებებისთვისაც გამოიყენება.

ამავე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა აზოვის ზღვის აკვატორიაში 10 რუსულ ტანკერსა და 4 ბორანსაც დაარტყეს. გენშტაბის განცხადებით, ტანკერები რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით გადასაზიდად გამოიყენება, ხოლო ბორნები რუსეთის სამხედრო ლოგისტიკას ემსახურება.

გენშტაბის ინფორმაციით, 11 ივლისს უკრაინულმა სამხედროებმა ასევე დააზიანეს რუსეთის საწვავ-საპოხი მასალებით დატვირთული სარკინიგზო ეშელონი ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ტოკმაკის რაიონში.

გარდა ამისა, უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 10 ივლისს ლენინგრადის ოლქში მდებარე „ნოვატეკ-უსტ-ლუგის“ ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარი დაზიანდა.

რუსულ მხარეს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 277 სტატია.

  • უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოსიმედი
  • ბრიტანეთი უკრაინას ფრთოსანი რაკეტის, Storm Shadow-ს წარმოებაში დაეხმარებაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →ნავთობის →

მსგავსი სტატიები

კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ფორმულა

რუსულმა დრონებმა ჩერნიგოვში საცხოვრებელი სახლი დააზიანა - დაიღუპა ქალი და 4 წლის ბავშვი

რუსულმა დრონებმა ჩერნიგოვში საცხოვრებელი სახლი დააზიანა - დაიღუპა ქალი და 4 წლის ბავშვი

ფორმულა

აშშ-ში ყველა საიმიგრაციო ვიზის განაცხადის განხილვა შეჩერდა

აშშ-ში ყველა საიმიგრაციო ვიზის განაცხადის განხილვა შეჩერდა

ფორმულა

ტამბოვის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს

ტამბოვის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს

ფორმულა