მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უნგრეთის პარლამენტი პრეზიდენტის გადასაყენებლად ემზადება
უნგრეთის პარლამენტი პრეზიდენტის გადასაყენებლად ემზადება

უნგრეთის პარლამენტი პრეზიდენტის გადასაყენებლად ემზადება

ფორმულა|formulanews.ge

Reuters-ის ინფორმაციით, უნგრეთის პარლამენტი პრემიერ-მინისტრ პიტერ მაგიარის მთავრობის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილების დასამტკიცებლად ემზადება. ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზანი პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენებაა.

მაგიარმა პრეზიდენტ შუიოკს ორბანის "მარიონეტი" უწოდა.

21 Research Centre-ის მიერ მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უნგრელი ამომრჩევლების 67%-ს მისი გადაყენება სურს.

კანონპროექტი, მას შემდეგ შემუშავდა, რაც მაგიარმა აპრილის არჩევნებში ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა, წარმოადგენს ახლანდელი ხელისუფლების გეგმის ნაწილს, რომ ორბანის ძალაუფლების საყრდენები დაშალოს. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომ შულიოკს საპრეზიდენტო მანდატი ცვლილების ძალაში შესვლიდან მომდევნო დღესვე შეუწყდება, 2029 წელს დაგეგმილ ვადის ამოწურვამდე გაცილებით ადრე.

შულიოკი წინ აღუდგა ცვლილებას და მიმდინარე თვის დასაწყისში ვენეციის კომისიისგან შეფასება მოითხოვა. კომისიამ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

მაგიარის განცხადების მიხედვით, პარლამენტი, დღეს, ორშაბათს ამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებას შულიოკის გადასაყენებლად. თუ შულიოკი ხუთი დღის განმავლობაში არ მოაწერს ხელს კანონპროექტს, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება. პარლამენტი პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, ან მაქსიმუმ ხუთი წლის ვადით აირჩევს.

მაგიარის პარტია Tisza-ს პარლამენტში ⅔ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, შეცვალოს კონსტიტუცია და გააუქმოს ორბანის მიერ განხორციელებული ცვლილებები.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • პარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენიმედი
  • თბილისის შემოვლით გზაზე ADB-სთან გაფორმებული $250-მილიონიანი სესხი რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარედგინებაBM.GE
  • ჯაფარიძე: ტყუილია, რომ გილაური პარლამენტში შესვლას ითხოვდანეტგაზეთი
  • პარლამენტის ლეგიტიმურობაზე სარეფერენდუმო კითხვა ცესკომ არ დაარეგისტრირატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გამიგზავნია

მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გამიგზავნია

ფორმულა

მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს — „გადაწყვეტილება ჩემი ინიციატივა იყო“

მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს — „გადაწყვეტილება ჩემი ინიციატივა იყო“

ფორმულა

სანქტ-პეტერბურგში მანქანა აფეთქდა — დაღუპულია რუსი ვიცე-პოლკოვნიკი

სანქტ-პეტერბურგში მანქანა აფეთქდა — დაღუპულია რუსი ვიცე-პოლკოვნიკი

ფორმულა

უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებს

უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებს

ფორმულა