მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკავშირი უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგ საფეხურზე გადავიდა
ევროკავშირი უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგ საფეხურზე გადავიდა

ევროკავშირი უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგ საფეხურზე გადავიდა

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირმა უკრაინასთან საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის საკითხებზე გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნა.

"ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად, ერთსა და იმავე დღეს გაწევრიანების ოთხ კონფერენციას ვატარებთ. ჩვენი ოთხი მოწინავე კანდიდატი - უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი და მონტენეგრო - მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს წინ. უკრაინასთან და მოლდოვასთან ვხსნით მე-6 კლასტერს, რომელიც ფარავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს, სადაც მათი ევროკავშირში გაწევრიანების მიზეზი განსაკუთრებით ძლიერია. ალბანეთი დახურავს პირველ თავებს. მონტენეგრო, რომელმაც 33-დან 18 თავი უკვე დახურა, ოფიციალური მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე მყარად გადადის. დღევანდელი იმპულსი ახლა პრაქტიკულ შედეგებად უნდა იქცეს“, - წერს მარტა კოსი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, სოციალურ მედია X-ზე.

მე-6 კლასტერი მოიცავს ორ სხვადასხვა თავს. 30-ე თავი ფარავს ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობას. 31-ე თავი საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაზე საუბრობს და ევროკავშირის საერთო საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას ეხება. მათ შორის, კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებთან დაახლოებას.

„პირველი კლასტერის გახსნიდან სულ რაღაც ერთი თვისა და ირლანდიის თავმჯდომარეობის დაწყებიდან ორი კვირის თავზე, ჩვენ მივაღწიეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - გავხსენით კიდევ ერთი საკვანძო მოლაპარაკებების კლასტერი საგარეო ურთიერთობების შესახებ. ეს ადასტურებს ქვეყნის მზადყოფნას, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს წინ. დღევანდელ რთულ დროში, გაფართოება არის სტრატეგიული ინვესტიციამშვიდობასა და უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში როგორც ევროკავშირის, ისე უკრაინისთვის.“ - აცხადებს ტომას ბირნი, ირლანდიის მინისტრი ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ამდენი მოგზაური არასოდეს ჩამოსულა - მაია ომიაძეBM.GE
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადა

ფორმულა

ნორვეგიის გარდაცვლილ მეფე ჰარალდ V-ეს სამეფო ტახტზე მისი ვაჟი ჰააკონი შეცვლის

ნორვეგიის გარდაცვლილ მეფე ჰარალდ V-ეს სამეფო ტახტზე მისი ვაჟი ჰააკონი შეცვლის

ფორმულა

ნეპალში მყინვარის ჩამოშლით გამოწვეული სტიქიის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა სწრაფად იზრდება

ნეპალში მყინვარის ჩამოშლით გამოწვეული სტიქიის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა სწრაფად იზრდება

ფორმულა

კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტა

კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტა

ფორმულა