მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ლიეტუვა: EU სირიასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე იმუშავებს
ლიეტუვა: EU სირიასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე იმუშავებს

ლიეტუვა: EU სირიასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე იმუშავებს

ფორმულა|formulanews.ge

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან სირიის პარლამენტთან იმუშაონ, რათა გააუქმონ ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

"ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, ითანამშრომლონ სირიის სახალხო ასამბლეასთან და იმუშაონ საერთო მიზნების მისაღწევად, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების დაცვის მიმართულებით. ეს ასევე გულისხმობს ასადის რეჟიმის პერიოდში მიღებული იმ გადაწყვეტილებების გაუქმებას, რომლებმაც აღიარეს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა", - წერს ლიეტუვის საგარეო.

ცნობისთვის, 2018 წეელს სირიის მთავრობამ, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროს, დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი, რის შემდეგაც საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, ე.წ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოკუპირებულ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესრუსთავი 2
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესიმედი
  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ ემზადებიანტვ პირველი
  • რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 960 ტონა ბენზინი შეიტანეს - მედიაBM.GE
ოკუპირებულ →

მსგავსი სტატიები

ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ფორმულა

კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზე

კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზე

ფორმულა

ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი სანაპიროზე რესტორანს ააშენებს

ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი სანაპიროზე რესტორანს ააშენებს

ფორმულა

ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილთან შევიდეს

ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილთან შევიდეს

ფორმულა