მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების დარტყმები განხორციელდა
ზელენსკი: რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების დარტყმები განხორციელდა

ზელენსკი: რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების დარტყმები განხორციელდა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, გამოეხმაურა 18 ივლისის ღამეს რუსეთზე მიტანილ მასშტაბურ იერიშს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვაო სივრცეებში შორი და საშუალო მოქმედების დარტყმები განახორციელეს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დაზიანებულ ლოგისტიკურ ცენტრებს რუსეთი დრონების წარმოებისთვის საჭირო სანქცირებული კომპონენტებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მიწოდებისთვის იყენებდა.

"დღეს ჩვენი შორი მოქმედების სანქციები რუსეთის ტერიტორიაზე სამ მიმართულებაზე ამოქმედდა, ასევე ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ზღვაში.

კერძოდ, რუსეთის მიერ ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ქალაქებსა და დასახლებებზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, ორი მსხვილი ლოგისტიკური ობიექტი იქნა დაზიანებული - მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში, ფრონტის ხაზიდან შესაბამისად 500-ზე და თითქმის 700 კილომეტრის დაშორებით. აგრესორი ამ ობიექტებს იყენებდა დრონების წარმოებისა და სანავიგაციო აღჭურვილობისთვის სანქცირებული კომპონენტების მისაწოდებლად. ასევე, დარტყმა განხორციელდა ნავთობის ობიექტზე.

გარდა ამისა, უკრაინის საშუალო მოქმედების რაკეტებით განხორციელებული დარტყმები შეეხო სამიზნეებს აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში, ასევე ჩვენს დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

მადლობას ვუხდი უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მებრძოლებს - უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა დანაყოფს - ამ მისიების ზუსტი და კოორდინირებული შესრულებისთვის.

დიდება უკრაინას", - დაწერა ზელენსკიმ.

გაზიარება:
F

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ს იერიში ირანზე მეშვიდე ღამეა გრძელდება

აშშ-ს იერიში ირანზე მეშვიდე ღამეა გრძელდება

ფორმულა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ჯიხურები დაიწვა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ჯიხურები დაიწვა

ფორმულა

მოსკოვის რეგიონში, Wildberries-ის საწყობზე დრონით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

მოსკოვის რეგიონში, Wildberries-ის საწყობზე დრონით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ფორმულა

ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ფორმულა