მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კალაძე: მზად ვართ მეგობრობისთვის, სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა
კალაძე: მზად ვართ მეგობრობისთვის, სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა

კალაძე: მზად ვართ მეგობრობისთვის, სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" მერმა დონალდ ტრამპის წერილის შესახებ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

"რა თქმა უნდა, აღნიშნულ წერილს პოზიტიურად ვაფასებთ. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალე ვართ. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს ის სანქციები, რომელიც იქნა დაწესებული ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე. სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ეს იყო უბრალოდ შანტაჟის და მუქარისთვის გაკეთებული.

ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო, ძალიან მარტივად შევცვალოთ. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის და როგორც ამერიკელი, ასევე, ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული", - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღვნიშნავთ, რა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში.

გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ" - ნათქვამია ტრამპის წერილში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად - კახა კალაძე ღარიბაშვილზეBM.GE
  • კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე: ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებიაიმედი
  • კახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაშირუსთავი 2
  • კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე კომენტარს აკეთებსტვ პირველი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა - არიან დაშავებულები

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა - არიან დაშავებულები

ფორმულა

ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ფორმულა

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანს

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანს

ფორმულა

პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

ფორმულა