მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად - კახა კალაძე ღარიბაშვილზე
ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად - კახა კალაძე ღარიბაშვილზე

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად - კახა კალაძე ღარიბაშვილზე

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 18:40|bm.ge

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ექსპრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია ყოფილი თანაგუნდელის მხრიდან.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია მტკიცებულებების გარეშე იმ კონკრეტული ფაქტით სპეკულირება, რომელიც ერთ-ერთი უფლებადამცველის გარდაცვალებას ეხება და რომელიც დადასტურებულია როგორც სუიციდი.

„რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განმარტება და კიდევ გავიმეორებ - ძალიან მიჭირს, რთულია და არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც საკითხი ყოფილ თანაგუნდელს ეხება, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს, და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. იგივე ეს კონკრეტული ფაქტი, რაც დადასტურებულად, სამწუხაროდ, არის სუიციდი, და ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ადამიანურად ვამბობ - ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად, ადამიანურად. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ერთხმად ლაპარაკობენ ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობა“ - ქვეყნის მტრები, ეს ყველაფერი ძალიან მძიმე სანახავია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა გახდეს თუ არა ღარიბაშვილის ბოლო განცხადება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების საფუძველი, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ გამოძიების საფუძველი ვერ გახდება განცხადება ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულაფორმულა
  • კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე: ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებიაიმედი
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • "პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევატვ პირველი
ღარიბაშვილის →კალაძე →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის იერიშს ირანმა რეგიონული სამიზნეების დაბომბვით უპასუხა

აშშ-ის იერიშს ირანმა რეგიონული სამიზნეების დაბომბვით უპასუხა

BM.GE

საქართველოში ინტერნეტით შინამეურნეობების 93.5%-ია უზრუნველყოფილი | საქსტატი

საქართველოში ინტერნეტით შინამეურნეობების 93.5%-ია უზრუნველყოფილი | საქსტატი

BM.GE

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

BM.GE

ჰონკონგის ბირჟაზე Shein-ის აქციების ფასი მეორე დღეა იკლებს - ოთხშაბათის სესიაზე ვარდნა 5%-ზე მეტია

ჰონკონგის ბირჟაზე Shein-ის აქციების ფასი მეორე დღეა იკლებს - ოთხშაბათის სესიაზე ვარდნა 5%-ზე მეტია

BM.GE