მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პროკურატურა დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
პროკურატურა დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს

პროკურატურა დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს

ფორმულა|formulanews.ge

პროკურატურა კახეთში ინციდენტის მონაწილე გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს მოითხოვს.

როგორც "ფორმულას" პროკურატურაში უთხრეს "დაკავებულს ბრალი წარედგინება 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში, აღკვეთის ღონისძიების სახით აქაც მოვითხოვთ გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5 000 ლარის ოდენობით."

18 ივლისს, კახეთში ქორწილში ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. რის შემდეგაც დაკავებული ავიდა ტურისტების ოთახთან და უწყების ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა ლაშა კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული.

მომხდარზე დაკავებულია გიორგი ჭიღლაძე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ნათელაშვილმა პროკურატურისგან Eagle Hills-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვატვ პირველი
  • დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში,პროკურატურამ ბრალდება კიდევ 2 პირს წარუდგინარუსთავი 2
  • პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ₾26.3 მლნ ჯდება - რა ეტაპზეა პროექტი?BM.GE
პროკურატურამ →დაკავებული →

მსგავსი სტატიები

რუსული გემის დაკავების გამო ნორვეგიის ელჩი კრემლის საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსული გემის დაკავების გამო ნორვეგიის ელჩი კრემლის საგარეო უწყებაში დაიბარეს

ფორმულა

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა - არიან დაშავებულები

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა - არიან დაშავებულები

ფორმულა

ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ფორმულა

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანს

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანს

ფორმულა