მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

ფორმულა|formulanews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს დაჰპირდა, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად „Apple” – ის პროდუქციას შეიძენდა და ტექნიკის საქართველოში რეალიზაციის შედეგად მიღებულ შემოსავალს გაუნაწილებდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და დაზარალებულის კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვა დაზარალებულს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით მოტყუებით გამოართვა 19 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი, თუმცა თანხა არ გადაუხადა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით ბრალდებული დაზარალებულების კუთვნილ, დიდი ოდენობით - 467 000 ლარს დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • ბიზნეს სექტორში დასაქმებულების 65% თბილისზე მოდის - საქსტატიBM.GE
  • გია ხუხაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა: ძირითადად საუბარი იყო ჯორბენაძეზე. მე, რაც საჯარო სივრცეში ვთქვი იგივე ვუპასუხე, რომ არ ვიცნობ ამ ადამიანს, არც გარემოებების შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. მე კომენტარი გავაკეთე არა ჯორბენაძეზე, არამედ ღარიბაშვილის წერილზეიმედი
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

რუსული გემის დაკავების გამო ნორვეგიის ელჩი კრემლის საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსული გემის დაკავების გამო ნორვეგიის ელჩი კრემლის საგარეო უწყებაში დაიბარეს

ფორმულა

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა - არიან დაშავებულები

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა - არიან დაშავებულები

ფორმულა

ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ფორმულა

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანს

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანს

ფორმულა