მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდს იწყებს - ძალაში შევიდა ბლოკის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ.

საბერძნეთმა, რომლის ვეტოც აქამდე შეთანხმებას ხელს უშლიდა, მოიპოვა გამონაკლისის უფლება, გააგრძელოს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ევროკავშირის არაწევრი ქყვეყნებისთვის. საბერძნეთი ვეტოს მტკიცედ ინარჩუნებდა, სანამ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა არ დათანხმდა ამ გამონაკლისს.

საბერძნეთმა საკითხი სადავო გადახა რუსული თხევადი აირის აკრძალვის უარყოფით, რომელიც სანქციების წინა პაკეტის ფარგლებში ერთხმად იყო მიღებული. საბერძნეთი ითხოვდა, რომ 2027 წლის იანვრის (დაგეგმილი საბოლოო ვადის) შემდეგაც გაეგრძელებინა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ევროკავშირის ბაზრის გარეთ მიწოდება. საბერძნეთი მიწოდების უფლებას 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე გაფორმებული პირობებით გააგძლებს.

ეს პირობა ყოველწლიურად გადაიხედება, რაც იმას ნიშნავს, რომ ათენს შეუძლია გამოიყენოს ვეტოს უფლება მის გასახანგრძლივებლად.

მიუხედავად სადავო გამონაკლისისა, შედეგად შესაძლებელი ხდება რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციამდე, მოსალოდნელი იყო ბარელის ფასის 44-დან 58 დოლარამდე ზრდა. ბრიუსელმა დაასკვნა, რომ ეს კრემლს შვებას მისცემდა იმ დროს, როდესაც უკრაინამ ბრძოლის ველზე ახალი უპირატესობა მოიპოვა.

„ნავთობის ფასის ზედა ზღვრის კორექტირების ერთი წლით გაყინვა, რათა რუსულმა საომარმა მანქანამ ბაზარზე არსებული რყევებით არ ისარგებლოს,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს დილით.

გარდა ამისა, სანქციების პაკეტი სიაში ამატებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ უფრო მეტ გემს, რომელსაც რუსეთი ფასის ზედა ზღვრისთვის გვერდის ავლისა და ჰიბრიდული საომარი ოპერაციების ჩასატარებლად იყენებს. ფლოტის 600-ზე მეტ გემს ევროკავშირის პორტებსა და სერვისებზე წვდომა აეკრძალა.

პაკეტი ასევე მიმართულია რუსული ბანკების, კრიპტო და ნავთობით სავაჭრო პლატფორმების, ბრძოლის ველზე აღმოჩენილი სხვადასხვა ლითონების, 250-ზე მეტი ფიზიკური პირისა და კომპანიის წინააღმდეგ, რომელთაც უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერასა და პროპაგანდის გავრცელებაში ედებათ ბრალი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • The Guardian: გერმანია ევროკავშირს რუსებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვისკენ მოუწოდებსიმედი
  • სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკაBM.GE
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

ფორმულა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ფორმულა

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ფორმულა

სააგენტო 7 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სააგენტო 7 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ფორმულა