მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინული დრონებით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასირებული შეტევა განხორციელდა
უკრაინული დრონებით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასირებული შეტევა განხორციელდა

უკრაინული დრონებით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასირებული შეტევა განხორციელდა

ფორმულა|formulanews.ge

28 ივლისის ღამესა და დილით უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასირებული შეტევა განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსკოვის მიმართულებით 390-ზე მეტი დრონი გაფრინდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქისკენ მიმავალი 81 უპილოტო აპარატი გაანადგურეს. მისივე თქმით, დრონები მოსკოვის რეგიონს საღამოს 20:30 საათიდან დილის 06:30 საათამდე უტევდნენ.

რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში დრონები მოხვდა საწარმო „ჰიდროსტალკონსტრუქციას“, რომელიც ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებსა და მეტალის კონსტრუქციებს აწარმოებს ენერგეტიკისა და წყალმეურნეობის ობიექტებისთვის.

ამასთან, გავრცელებული ცნობებით, ხანძარი გაჩნდა ჩეხოვის რეგენერაციის ქარხნის ტერიტორიაზეც, რომელიც გამოყენებულ საავტომობილო საბურავებს ამუშავებს და რეზინის პროდუქციას აწარმოებს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხანძრების ამსახველი კადრები ასევე გაავრცელეს პოდოლსკისა და კოლედინოს რაიონებიდან. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ცეცხლი გაჩენილიყო ლოჯისტიკურ საწყობში, რომელიც Wildberries-ის საწყობებთან მდებარეობს, თუმცა ზუსტად რომელი ობიექტი დაზიანდა, ამ დროისთვის დადასტურებული არ არის.

რუსულ მხარეს შეტევის შედეგად დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უკრაინას აღნიშნულ იერიშთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოსკოვში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • ერევანი ასაჩივრებს მოსკოვის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს სომხურ პროდუქციაზენეტგაზეთი
  • რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში დააკავეს მამაკაცი, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით ბრიტანეთის ელჩის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდაიმედი
  • დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენრუსთავი 2
  • ტრამპის წარმომადგენლებს მოსკოვში აშშ-ის ხაზინის სანქციების მიმართულების მაღალჩინოსანიც ახლდაBM.GE
მოსკოვში →

მსგავსი სტატიები

სტრატეგია აღმაშენებელი: ივანიშვილის რეჟიმი ოპონენტების დევნით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას

სტრატეგია აღმაშენებელი: ივანიშვილის რეჟიმი ოპონენტების დევნით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას

ფორმულა

აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე კანონპროექტს შემდეგ კვირას უყრის კენჭს

აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე კანონპროექტს შემდეგ კვირას უყრის კენჭს

ფორმულა

ლევან ნატროშვილი: ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ლევან ნატროშვილი: ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ფორმულა

მიქელაძე: ბარამიძის დაპატიმრება არის სამართლებრივი აბსურდი

მიქელაძე: ბარამიძის დაპატიმრება არის სამართლებრივი აბსურდი

ფორმულა