მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საგამოძიებო მედიაპლატფორმა „მონიტორის“ ფეისბუკ-გვერდი წაიშალა
საგამოძიებო მედიაპლატფორმა „მონიტორის“ ფეისბუკ-გვერდი წაიშალა

საგამოძიებო მედიაპლატფორმა „მონიტორის“ ფეისბუკ-გვერდი წაიშალა

ფორმულა|formulanews.ge

საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ ფეისბუკ-გვერდი წაიშალა. როგორც ჟურნალისტ მარი დუდუნიას გამოქვეყნებული ეკრანის ასლიდან ჩანს, ფეისბუკის მფლობელი კორპორაცია „მეტა“ მათ საავტორო უფლებების დარღვევას ედავება, რასაც მედიაპლატფორმის წარმომადგენლები კატეგორიულად გამორიცხავენ.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. წინა კვირას „მონიტორის“ YouTube არხი გაითიშა, რომელიც მოგვიანებით აღადგინეს. პლატფორმას საავტორო უფლებების დარღვევას ედავებოდნენ რამდენიმე საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით, თუმცა, „მონიტორის“ ცნობით, კონკრეტული დარღვევები დასახელებულიც კი არ ყოფილა. კიდევ ერთი ინციდენტი 1 ივლისს მოხდა, „ტრამპ ტაუერზე“ გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, როდესაც მომხმარებელთა ჯგუფმა არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელთან ქართული სამშენებლო კომპანიების შესაძლო კავშირების შემცველი მასალების მასობრივი „დერეპორტება“ დაიწყო. მაშინ რედაქციამ ეს კოორდინირებულ კიბერშეტევად შეაფასა, რომლის შედეგადაც „მეტამ“ მათი რამდენიმე მასალა წაშალა.

სტუდია „მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარე და რედაქტორი, ნინო ზურიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მედიაპლატფორმა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფეისბუკ-გვერდის სწრაფად აღდგენას ცდილობს.

„ეს ბრძოლის ახალი მეთოდია... დარწმუნებული ვარ, გვერჩის ის ხალხი, ვისზეც ტარდება ჟურნალისტური გამოძიებები“, – აღნიშნა მან 3 აგვისტოს.

ცნობისთვის, „მონიტორის“ ფეისბუკ-გვერდზე ბოლოს ახალი ჟურნალისტური გამოძიება იყო დაანონსებული, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის თაღლითურ სქემასა და ე.წ. სკამერების საქმეს ეხება: „6000-ზე მეტი მსხვერპლი. 35 მილიონი დოლარი. 85 „სკამერი“ ერთ ქოლცენტრში. ეს ის თაღლითური სქემაა, რომელიც საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით 2025 წელს გავშიფრეთ. გამოძიება დაიწყო, მაგრამ ტელეფონები არ გაჩერებულა. ისინი ისევ მუშაობენ და ჩვენ ვიცით სად“, – წერდა მედიაპლატფორმა 31 ივლისს გამოქვეყნებულ ანონსში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძე ნამახვანჰესზე: რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში

კობახიძე ნამახვანჰესზე: რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში

ფორმულა

ტრამპი EU-ს ტარიფებით ემუქრება, თუ კანადა ასოცირებული წევრი გახდება

ტრამპი EU-ს ტარიფებით ემუქრება, თუ კანადა ასოცირებული წევრი გახდება

ფორმულა

რატომ ხდება ინფორმირებული არჩევანი თანამედროვე კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა?

რატომ ხდება ინფორმირებული არჩევანი თანამედროვე კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა?

ფორმულა

კობახიძე: იმდენად სუფთად ვმუშაობთ, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი

კობახიძე: იმდენად სუფთად ვმუშაობთ, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი

ფორმულა