მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე: იმდენად სუფთად ვმუშაობთ, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი
კობახიძე: იმდენად სუფთად ვმუშაობთ, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი

კობახიძე: იმდენად სუფთად ვმუშაობთ, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი

ფორმულა|formulanews.ge

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება და ამ კონტექსტში, ამბობს, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს შეუძლია "ილაპარაკოს, რაც უნდა".

ამასთან, მან თქვა, რომ სუს-ის ყოფილი უფროსისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯა "ძალიან სამწუხაროა", თუმცა აქვე აღნიშნა, რომ "კანონი უნდა აღსრულდეს".

"ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დანარჩენზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ჩემთვის ადამიანურად სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ესეც გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ იყო გუნდის ყოფილი წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში. ძალიან მძიმეა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს. [...]

ილაპარაკოს რაც უნდა, ეს არის ნებისმიერი პატიმრის უფლება, საქართველოში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი", - თქვა მან.

ჟურნალისტებთან საუბრისას კითხვაზე, ხედავს თუ არა ქართული ოცნება საფრთხეს გრიგოლ ლილუაშვილისგან, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ "იმდენად სუფთად მუშაობს ქართული ოცნების ხელისუფლება - ლაპარაკებს, სპეკულაციებს არასდროს მოჰყოლია რაიმე შედეგი".

"იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი. ვერაფერი ვერ თქვეს ხელისუფლებაზე იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და მისი წესები. მათ შორის ღარიბაშვილს ვგულისხმობ.

[...] იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ასეთ საუბრებს, სპეკულაციებს არასდროს აქვს ხოლმე რაიმე შედეგი. დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერი ხვდება ციხეში, კონკრეტული ბრალდებით, ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, რომ კორუფციის ბრალდებით მოუხდა ციხეში წასვლა. უმჯობესი იყო, არ ჰქონოდა ასეთი საქმიანობა წარსულში.

კორუფცია არის ძალიან ცუდი და როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და ეს ბრალდება შემდეგ არის დადასტურებული, ამას ვერანაირად ჩამოიწმენდ განცხადებებით თუ წერილებით. ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი. კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით. [...] იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი. გუნდი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს სუფთად", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 146 სტატია.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდაიმედი
  • 62-სართულიანი 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ი თამამი განაცხადია, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს|ირაკლი კობახიძეBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნებარუსთავი 2
  • "ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ივანიშვილმა" - თენგო თევზაძეტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღო

წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღო

ფორმულა

ინაშვილის თქმით ღარიბაშვილთან პოლიტიკური ალიანსი პოლიტიკურ ველზე სიახლეს შემოიტანს

ინაშვილის თქმით ღარიბაშვილთან პოლიტიკური ალიანსი პოლიტიკურ ველზე სიახლეს შემოიტანს

ფორმულა

ევროკომისიის პრეზიდენტი კანადისთვის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

ევროკომისიის პრეზიდენტი კანადისთვის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

ფორმულა

ადვოკატის შეფასებით სუს-ის ყოფილი უფროსისთვის მისჯილი განაჩენი უსამართლოა

ადვოკატის შეფასებით სუს-ის ყოფილი უფროსისთვის მისჯილი განაჩენი უსამართლოა

ფორმულა