მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პროკურატურამ ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით დაიწყო
პროკურატურამ ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით დაიწყო

პროკურატურამ ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით დაიწყო

ფორმულა|formulanews.ge

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს. საგამოძიებო ორგანოში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • უცხო ქვეყნიდან მართული და საქართველოდან მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია. საბოტაჟის საქმის გამოძიება და პრემიერის კომენტარი. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • სუს-მა უცხო ქვეყნიდან მართულ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიაზე საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყოBM.GE
  • 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება განახლდანეტგაზეთი
  • პრემიერი ხარძიანის საქმეზე: ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოძიებამ, ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, "ნაცმოძრაობის" რეჟიმირუსთავი 2
გამოძიება →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

კალაძე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადება გაუგებარია

კალაძე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადება გაუგებარია

ფორმულა

ავალიანის საქმეზე დაკავებული ბერუაშვილის დედა: ანასტასია თავში კი არა, შუაშიც არაა

ავალიანის საქმეზე დაკავებული ბერუაშვილის დედა: ანასტასია თავში კი არა, შუაშიც არაა

ფორმულა

კალაძე: სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული

კალაძე: სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული

ფორმულა

საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ბრიტანეთი აგვისტოს ომზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ბრიტანეთი აგვისტოს ომზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ფორმულა