მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება განახლდა - Netgazeti
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება განახლდა - Netgazeti

2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება განახლდა - Netgazeti

ნეტგაზეთი4 აგვისტო, 2026, 13:46|netgazeti.ge

2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმის გამოძიება განახლდა – პროკურატურა მოწმეების გამოკითხვას აწარმოებს. ადვოკატი ბექა კვინიკაძე „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ ნიკა მელიაც გამოიკითხეს ისე, რომ ადვოკატებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ადვოკატის განცხადებითვე, 2024 წლის 11 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, პროკურატურამ მუხლი გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს. მუხლი 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ადვოკატი ამბობს, რომ ნიკა მელიას 2 საქმეზე ელოდებიან განაჩენს და ახლა სახელმწიფოს სურს თქვას – „ნიკა მელიას კი მივუსაჯეთ, დავუმატეთ წლები, მაგრამ, აი, სამტრედიაში თავს რომ დაესხნენ, იქაც პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენეთ“.

„როგორც გამომძიებელმა მითხრა, [თავდამსხმელი] გამოკითხულია, აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით დავესხი თავსო. […] იქ მყოფ პირებს რომ არ დაკითხავ, ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირი საგამოძიებო მოქმედებებს არ აწარმოებ, მიზეზად [გამომძიებელმა] მოიტანა, რომ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას ველოდებოდითო, რაც, რა თქმა უნდა, სხვა საგამოძიებო მოქმედებებს ხელს არ უშლის“, – ამბობს ბექა კვინიკაძე „ნეტგაზეთთან“.

ადვოკატის თქმით, 6 აგვისტოს შესაძლოა გამოცხადდეს განაჩენი ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე, სადაც მას სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან. პარალელურად, მიმდინარეობს ე.წ. საბოტაჟის საქმე.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას მისჯილი აქვს 1,5 წლით პატიმრობა.

იხილეთ ასევე:

მელიას ახალი ბრალი მოსამართლის „სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის“ წაუყენეს;

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • პრემიერი ხარძიანის საქმეზე: ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოძიებამ, ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, "ნაცმოძრაობის" რეჟიმირუსთავი 2
  • პრემიერი ხარძიანის საქმეზე: ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოძიებამ, ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმიიმედი
  • არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტების გავრცელების და მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყოტვ პირველი
  • დენის მასშტაბური გათიშვა და უწყებების დუმილი: რატომ არის სუს-ის გამოძიება რისკიანი|ენერგეტიკოსის ანალიზიBM.GE
გამოძიება →

მსგავსი სტატიები

ბათუმში კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდა

ბათუმში კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი