მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კალაძე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადება გაუგებარია
კალაძე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადება გაუგებარია

კალაძე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადება გაუგებარია

ფორმულა|formulanews.ge

კახა კალაძე გაუგებარს უწოდებს ოპოზიციური ძალების ნაწილის გადაწყვეტილებას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტო მიიჩნიოს.

მისივე თქმით, თარიღის შეცვლის მიზეზზე პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მოეთხოვოს.

„ეს გაუგებარია. გადავხედოთ, როდის ხდებოდა სამძიმარზე მისვლა ომის თარიღის აღნიშვნისას, ამოვიღოთ არქივიდან მასალები, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იყო 8 აგვისტო. ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ჰკითხოთ, რატომ შეცვალეს თარიღი. ისტორიას ვერავინ გადაწერს, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენები მაშინდელი ხელისუფლების „მოღალატეობრივი პოლიტიკის“ შედეგია და ომის დაწყება, მისი შეფასებით, ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს დაბრალდა.

„ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ომის დაწყება ქართულ სახელმწიფოს, ჯარს დაბრალდა და ეს პირდაპირ წერია [ტალიავინის დასკვნაში]. როდესაც შენ ხელს აწერ ამ ყველაფერზე, ეს წარმოუდგენელია“, – თქვა თბილისის მერმა.

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის ომი მსოფლიოსთვის იმ მასშტაბის რეზონანსული არ ყოფილა, როგორიც, მისი შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაა.

„მაშინ საქართველოსთან ომი მსოფლიოსთვის არ იყო ისეთი რეზონანსული. 2-3 დღე გაგრძელდა და არ იყო საკმარისი, რომ რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყანაში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებაზე ზრუნვა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 294 სტატია.

  • ევროკავშირმა არჩევნების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსაიმედი
  • რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვაBM.GE
  • The Daily Beast სააკაშვილზე: „პუტინის პირადი პატიმარი ტრამპს რუსეთის შესახებ აფრთხილებს"ტვ პირველი
  • ტრამპმა ხელი მოაწერა ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
რუსეთის →კალაძე →

მსგავსი სტატიები

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდება უარყო

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდება უარყო

ფორმულა

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქალზე ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 1 პირი დააკავეს

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქალზე ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 1 პირი დააკავეს

ფორმულა

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების გამო აქტივისტი ანა ბდეიანი დააჯარიმეს

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების გამო აქტივისტი ანა ბდეიანი დააჯარიმეს

ფორმულა

თანამშრომლების და ნათესავის თანხმობის გარეშე ონლაინ სესხი გაააქტიურა - დააკავეს 1 პირი

თანამშრომლების და ნათესავის თანხმობის გარეშე ონლაინ სესხი გაააქტიურა - დააკავეს 1 პირი

ფორმულა