მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთის საგარეო აგვისტოს ომზე: რუსეთი იძულებული გახდა, წინ აღდგომოდა აგრესორს
რუსეთის საგარეო აგვისტოს ომზე: რუსეთი იძულებული გახდა, წინ აღდგომოდა აგრესორს

რუსეთის საგარეო აგვისტოს ომზე: რუსეთი იძულებული გახდა, წინ აღდგომოდა აგრესორს

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ოკუპანტი ქვეყნის უწყება განცხადებაში ქართულ მხარეს კვლავ აგრესორად აფასებს და ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს.

"დღეს 18 წელი სრულდება სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებიდან. 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს მ. სააკაშვილის რეჟიმმა, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით, ვერაგული აგრესია განახორციელა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რასაც მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს სამშვიდობოებს შორის მრავალი მსხვერპლი მოჰყვა. საქართველოს მხრიდან თავდასხმის არაპროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, მათ შორის - ევროკავშირის ეგიდით შექმნილი საქართველოში კონფლიქტის ფაქტების დამდგენი საერთაშორისო დამოუკიდებელი მისიის ანგარიშში, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰ. ტალიავინი ხელმძღვანელობდა.

მსოფლიო თანამეგობრობის უმოქმედობის ფონზე, რუსეთი იძულებული გახდა, წინ აღდგომოდა აგრესორს და ჩაეტარებინა ოპერაცია საქართველოს მშვიდობისკენ იძულების მიზნით. თბილისის მიერ "დაკარგული" ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნების ნებისმიერი მცდელობის თავიდან ასაცილებლად, რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. შემდგომში მოსკოვი მუდმივად უწევდა მასშტაბურ დახმარებას ორივე რესპუბლიკას მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფაში. ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა.

2008 წლის ოქტომბერში, საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების კონფლიქტის შემდგომი მოგვარების მიზნით, დაიწყო საერთაშორისო დისკუსიები ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე (ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები). დიდწილად მათი და მათ ფარგლებში შექმნილი ურთიერთქმედების მექანიზმების წყალობით, ამ წლების განმავლობაში შესაძლებელი გახდა სამი სახელმწიფოს საზღვრებთან შედარებითი სიმშვიდის შენარჩუნება. ადასტურებს რა ამ მოლაპარაკებების ფორმატში მუშაობის გაგრძელების ურყევ ერთგულებას, რუსული მხარე ყველა მონაწილეს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრიორიტეტული ამოცანის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის - გადაწყვეტას. ამასთან დაკავშირებით, რუსეთი ელოდება, რომ უმოკლეს ვადებში დაიწყება პრაქტიკული მუშაობა თბილისს, ერთი მხრივ, და სოხუმსა და ცხინვალს, მეორე მხრივ, შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავებისა და ხელმოწერის მიზნით. ასეთი სამართლებრივად სავალდებულო ვალდებულებების მიღება 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორებისგან საიმედო გარანტია იქნება.

სასაზღვრო რაიონებში ვითარების სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა შეიტანოს საქართველო-სამხრეთ ოსეთისა და საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებამ, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს.

ეს ამოცანები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დასავლური ძალების, კიევის „ნაცისტური რეჟიმისა“ და ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების მცდელობების ფონზე, ჩართონ თბილისი სამხრეთ კავკასიაში ახალ სისხლიან ავანტიურებში.

მოსკოვში აღნიშნავენ, რომ ქართულ საზოგადოებაში კვლავ მიმდინარეობს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გადააზრების მცდელობები. ამასთან, დასაბუთებულად მიიჩნევა მ. სააკაშვილის რეჟიმისთვის შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაზე სრული პასუხისმგებლობის დაკისრება.

ფიქსირდება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებსა და სამხრეთ ოსებს შორის შერიგების აუცილებლობის შესახებ, რაც იმედს აჩენს, რომ მიდგომების აღნიშნული ცვლილება მხოლოდ დეკლარაციების დონეზე არ დარჩება და გამყარებული იქნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯებით.

რუსული მხარე მზად არის, მომავალშიც ყოვლისმომცველი დახმარება გაუწიოს მხარეებს მოლაპარაკებების პროცესის წინსვლაში, ნდობის განმტკიცებასა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 284 სტატია.

  • რეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… დღეს კი ვხედავ, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” როგორ დადიან იგივე მთავრობის პირობებში და ათამაშებენ კურტუმებს კონცერტებზე - რა შეცვალეთ, რა გამღერებთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში?იმედი
  • სენატმა მხარი დაუჭირა გრემის მიერ მომზადებულ რუსეთის სასანქციო კანონპროექტსBM.GE
  • აშშ კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობასნეტგაზეთი
  • Bloomberg: გასულ თვეს ბელგია გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართულებით მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდარუსთავი 2
რუსეთის →საგარეო →

მსგავსი სტატიები

საპატრიარქო: სამხედრო მოსამსახურეებმა სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას

საპატრიარქო: სამხედრო მოსამსახურეებმა სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას

ფორმულა

კობახიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე: მიუხედავად უამრავი გამოწვევევისა, სისტემა არის მდგრადი

კობახიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე: მიუხედავად უამრავი გამოწვევევისა, სისტემა არის მდგრადი

ფორმულა

კობახიძე აგვისტოს ომზე: ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს

კობახიძე აგვისტოს ომზე: ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს

ფორმულა

ყაველაშვილი აგვისტოს ომზე: ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი

ყაველაშვილი აგვისტოს ომზე: ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი

ფორმულა