მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მედვედევი: დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს
მედვედევი: დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს

მედვედევი: დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მედვედევის თქმით, დასავლეთმა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა და აღნიშნა, რომ დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს.

„2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. ეს მოვლენები კვლავ იმის დასტურია, რომ საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, ე.წ. საერთაშორისო საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლად, ყველაზე სწორ არჩევანს წარმოადგენს.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვის შესახებ გადაწყვეტილებამ დასავლეთში ისტერიკა გამოიწვია. იზოლაციით და საპასუხო შედეგებით გვემუქრებოდნენ. ახლა გვესმის, რომ ეს მეზობელ სახელმწიფოსთან კონფლიქტის მეშვეობით რუსეთის სიმტკიცის პირველი გამოცდა იყო. ჩვენ ეს გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ, რითაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს წარმატებული ცხოვრებისა და განვითარების საშუალება მიეცა. ხოლო ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა გაკიცხა ჩვენი ქვეყანა, დღეს უკრაინაში სხვისი ხელით წარუმატებლად იბრძვიან.

დასავლეთმა საქართველო ჩვენ წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უგუნურ იარაღად გამოიყენა იმ მომენტში, როდესაც ეს მისთვის ხელსაყრელი იყო. როდესაც ჩვენი მტრები მიხვდნენ, რომ ვერაფერს მიაღწევდნენ, მაშინ ის უბრალოდ ბედის ანაბარა მიატოვეს.

ვერ ვიტყოდი, რომ საქართველო განცდილი შოკისგან სრულად გამოკეთდა. დასკვნები ნამდვილად გამოტანილია. დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, თუმცა კრიმინალური რეჟიმის ქმედებებით მიყენებულ ზიანს კიდევ დიდხანს იგრძნობენ", - თქვა მედვედევმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 204 სტატია.

  • ანზორ მარგიანი გია ბარამიძეზე: რომ ჩამოვიდა მოითხოვა კასკა და კასკა ჰქონდა „კლიჩკა“, დადიოდა სურათებს იღებდა და გამორბოდა თბილისში, იცრუა და ტყუილი თქვა, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენოიმედი
  • თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა - თბილსერვის ჯგუფიBM.GE
  • თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსსრუსთავი 2
  • თბილისში უცხოელი სცემეს, გაიტაცეს ტელეფონები და თანხატვ პირველი
თბილისის →პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

კოალიცია ცვლილებისთვის:ვგმობთ კობახიძის განცხადებას, შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები

კოალიცია ცვლილებისთვის:ვგმობთ კობახიძის განცხადებას, შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები

ფორმულა

რუსეთში, სიზრანის ნავთობქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა

რუსეთში, სიზრანის ნავთობქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა

ფორმულა

საპატრიარქო: სამხედრო მოსამსახურეებმა სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას

საპატრიარქო: სამხედრო მოსამსახურეებმა სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას

ფორმულა

რუსეთის საგარეო აგვისტოს ომზე: რუსეთი იძულებული გახდა, წინ აღდგომოდა აგრესორს

რუსეთის საგარეო აგვისტოს ომზე: რუსეთი იძულებული გახდა, წინ აღდგომოდა აგრესორს

ფორმულა