
რუსეთში, სიზრანის ნავთობქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა
ფორმულა|formulanews.ge
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინული დრონების სამიზნე რუსეთის მსხვილი ენერგოობიექტები გახდა.
მედიის ცნობით, უპილოტო აპარატებით თავდასხმა განხორციელდა სამარის ოლქში, ქალაქ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დრონების თავდასხმამ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge