მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კოალიცია ცვლილებისთვის:ვგმობთ კობახიძის განცხადებას, შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები
კოალიცია ცვლილებისთვის:ვგმობთ კობახიძის განცხადებას, შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები

კოალიცია ცვლილებისთვის:ვგმობთ კობახიძის განცხადებას, შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები

ფორმულა|formulanews.ge

"კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, აგვისტოს ომზე გაკეთებულ განცხადებას.

"კოალიცია ცვლილებისთვის მკაცრად გმობს ირაკლი კობახიძის 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები.

განცხადება, რომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს, ხოლო 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა ცხინვალი, არის რუსეთის ოფიციალური ნარატივი და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის გადატანა საქართველოზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკური არჩევანია, გაკეთებული რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავზე.

2008 წლის ომის შესახებ არსებობს რამდენიმე დამოუკიდებელი საერთაშორისო დასკვნა (ევროკავშირის დამოუკიდებელი საგამოძიებო მისია - ე.წ.ტალიავინის კომისია, 2009; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)", 2021; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ICC, 2022; გაერო-ს გენერალური ასამბლეის არა ერთი დასკვნა), რომლებიც ერთობლიობაში ცხადად ქმნიან სურათს, რომ როგორც შეიარაღებული მოქმედებების დაწყება, ასევე ომის შედეგად წარმოშობილი ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და საქართველოს სუვერენიტეტის განგრძობითი დარღვევა არის რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა.

ამ ფონზე, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება მიზანმიმართულად და შეგნებულად ასუსტებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო ინსტიტუციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად და და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის საქართველოზე გადმოსატანად.

კობახიძის განცხადება შეგნებულად ქმნის პოლიტიკურ და სამართლებრივ ორაზროვნებას ქვეყნის უახლესი ისტორიის თაობაზე, რაც ასუსტებს ჩვენი სახელმწიფოს მედეგობას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. ეს განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ პრინციპებსა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას ოკუპაციის საკითხზე, საჭიროებს მკაცრ პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას.

კოალიცია ცვლილებისთვის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ობიექტურმა და დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და სამართლებრივად შეაფასოს, შეიცავს თუ არა კობახიძის ეს განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რა მოტივი და მიზანი ამოძრავებს მას საქართველოს სახელით გააკეთოს შეგნებულად გაყალბებული ისტორიული ფაქტების და სამართლებრივი შეფასებების შემცველი განცხადება, რომელიც დამაზიანებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას ერთმანეთთან თანამშრომლობისკენ, საქართველოს ეროვნული ინტერესების შეგნებულად დამაზიანებელი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილების და მისი ქმედებების ანტიეროვნული ხაისათის შესწავლისა და შეფასების მიზნით.

კოალიცია ცვლილებისთვის კვლავ ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე და მის შედეგებზე (საქართველოს ტერიტორიის განგრძობითი ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, ადამიანის უფლებათა მასობრივი და მძიმე დარღვევები, საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა) სრული პასუხისმგებელობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა:"რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი".

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოშიიმედი
  • მთლიანად არის აღმოფხვრილი კორუფცია მაღალ დონეზე. ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე ამჟამინდელი და წინა მთავრობის დროს რუსეთისადმი განწყობებზე ვრცელ განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი "რუსოფობები" - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ "სუნი არ ჰქონდა". ეს მაშინ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვსრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ნაციონალური მოძრაობა: კობახიძის განცხადება წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატს

ნაციონალური მოძრაობა: კობახიძის განცხადება წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატს

ფორმულა

მედვედევი: დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს

მედვედევი: დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს

ფორმულა

რუსეთში, სიზრანის ნავთობქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა

რუსეთში, სიზრანის ნავთობქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა

ფორმულა

საპატრიარქო: სამხედრო მოსამსახურეებმა სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას

საპატრიარქო: სამხედრო მოსამსახურეებმა სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას

ფორმულა