მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პროკურატურა ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს უარყოფს
პროკურატურა ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს უარყოფს

პროკურატურა ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს უარყოფს

ფორმულა|formulanews.ge

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ბრალდების საქმეზე გამოძიება დასრულდა და საქმე განსახილველად სასამართლოში წარიმართა. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ გადაცემული რიგი მტკიცებულებები, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში გამოკითხული მოწმეების ჩვენებები და კომპიუტერული მონაცემები, კანონის არსებითი დარღვევითაა მოპოვებული, რის გამოც ბრალდების მხარე მათ დაუშვებლად ცნობას მოითხოვს.

პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილია ყველა საჭირო მტკიცებულება — მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი დოკუმენტები, ფარცხალაძის საბანკო ანგარიშები და მობილური ტელეფონის დეტალური ამონაწერი, რაც ერთობლიობაში გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის საკმარის საფუძველს ქმნის.

ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული (სსკ-ის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა და მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ამავე საქმის ფარგლებში უვადო თავისუფლების აღკვეთა უკვე მისჯილი აქვს 4 პირს:

გელა უძილაურს — ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისა და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის;

დავით მიქაძეს, გიორგი მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს — მკვლელობის ორგანიზებისთვის (ჯოხაძეს ასევე ბრალი ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღებაში).

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • ერთი დღე სასამართლო პროცესამდე - ცოტნე მირცხულავას ინფორმაციით, პროკურატურა მის წინააღმდეგ საპატიმრო გირაოს მოითხოვსტვ პირველი
  • სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდებაიმედი
  • სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის საქმე - პროკურატურაში გამოკითხვები ხვალ გაგრძელდება - რა მიზანს ემსახურებოდა გიორგი ბარამიძის განცხადება?რუსთავი 2
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

აჭარის ტელევიზიის წამყვანზე სისტემატური თავდასხმისა და მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

აჭარის ტელევიზიის წამყვანზე სისტემატური თავდასხმისა და მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა თათრეთის რესპუბლიკას დაარტყეს - იწვის რუსეთის ნავთობქიმიური ქარხანა

უკრაინულმა დრონებმა თათრეთის რესპუბლიკას დაარტყეს - იწვის რუსეთის ნავთობქიმიური ქარხანა

ფორმულა

სომხეთში 4 მილიარდი დოლარის NVIDIA-ს AI-ქარხანა გაიხსნა – აშშ პარტნიორობას აფართოებს

სომხეთში 4 მილიარდი დოლარის NVIDIA-ს AI-ქარხანა გაიხსნა – აშშ პარტნიორობას აფართოებს

ფორმულა

შსს: დაკავებულია 2 პირი, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

შსს: დაკავებულია 2 პირი, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

ფორმულა