მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. აჭარის ტელევიზიის წამყვანზე სისტემატური თავდასხმისა და მუქარის გამო გამოძიება დაიწყო
აჭარის ტელევიზიის წამყვანზე სისტემატური თავდასხმისა და მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

აჭარის ტელევიზიის წამყვანზე სისტემატური თავდასხმისა და მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

ფორმულა|formulanews.ge

აჭარის ტელევიზიის ტელეწამყვანი კობა ფარტენაძე აცხადებს, რომ ბათუმში ყოველ საღამოს სისტემატურად ხდება თავდასხმის, მუქარისა და სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ, რომ აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

10 აგვისტოს დილას გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ უცხო პირები ჟურნალისტს ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი ლექსიკით მიმართავენ, გვერდზე გაყოლას სთხოვენ და დაჭრით ემუქრებიან. ფარტენაძის თქმით, იგი ყოველდღიურად აწყდება დისკრიმინაციასა და ძალადობას, რის გამოც საკუთარი უსაფრთხოებისა და ღირსების დასაცავად ვიდეოგადაღება უწევს. ტელეწამყვანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ ითხოვს განსაკუთრებულ მოპყრობას და მხოლოდ უსაფრთხოებას, კანონის დაცვასა და სამართლიანობას ითხოვს.

მომხდარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა. ქარტიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტზე გახშირებული თავდასხმები და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება, ვიდან მსგავსი ფაქტები ჟურნალისტს მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ამყოფებს და ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდებაიმედი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
  • სუს-მა უცხო ქვეყნიდან მართულ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიაზე საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყოBM.GE
  • პრემიერი ხარძიანის საქმეზე: ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოძიებამ, ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, "ნაცმოძრაობის" რეჟიმირუსთავი 2
გამოძიება →

მსგავსი სტატიები

უკრაინული დრონების დარტყმების გამო გამომცემლობებმა Wildberries-ზე წიგნების გაყიდვა შეაჩერეს

უკრაინული დრონების დარტყმების გამო გამომცემლობებმა Wildberries-ზე წიგნების გაყიდვა შეაჩერეს

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა თათრეთის რესპუბლიკას დაარტყეს - იწვის რუსეთის ნავთობქიმიური ქარხანა

უკრაინულმა დრონებმა თათრეთის რესპუბლიკას დაარტყეს - იწვის რუსეთის ნავთობქიმიური ქარხანა

ფორმულა

პროკურატურა ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს უარყოფს

პროკურატურა ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს უარყოფს

ფორმულა

სომხეთში 4 მილიარდი დოლარის NVIDIA-ს AI-ქარხანა გაიხსნა – აშშ პარტნიორობას აფართოებს

სომხეთში 4 მილიარდი დოლარის NVIDIA-ს AI-ქარხანა გაიხსნა – აშშ პარტნიორობას აფართოებს

ფორმულა