მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინული დრონების დარტყმების გამო გამომცემლობებმა Wildberries-ზე წიგნების გაყიდვა შეაჩერეს
უკრაინული დრონების დარტყმების გამო გამომცემლობებმა Wildberries-ზე წიგნების გაყიდვა შეაჩერეს

უკრაინული დრონების დარტყმების გამო გამომცემლობებმა Wildberries-ზე წიგნების გაყიდვა შეაჩერეს

ფორმულა|formulanews.ge

ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საწყობებზე უკრაინული დრონებით განხორციელებული შეტევების გამო, წიგნის ადგილობრივი გამომცემლობები დისტრიბუციის სტრატეგიას ცვლიან. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის მსხვილმა და დამოუკიდებელმა გამომცემლობებმა მარკეტპლეისების მეშვეობით წიგნების გაყიდვა შეაჩერეს. დამოუკიდებელი გამომცემლები უპირატესობას სპეციალიზებულ მაღაზიებსა და საკუთარ საიტებს ანიჭებენ, ხოლო მსხვილი კომპანიები წიგნების რეალიზაციას საკუთარი საწყობებიდან იწყებენ.

სტრატეგია შეცვალეს ისეთმა გამომცემლობებმა, როგორებიცაა „ბუმკნიგა“, „ალპაკა“ და რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გამომცემლობა „ეკსმო“. ეს უკანასკნელი Wildberries-ის ობიექტებზე დარტყმებით გამოწვეული ზარალის დათვლის პარალელურად, პროდუქციის გაყიდვაზე საკუთარი საწყობებიდან გადავიდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში Wildberries-ის ობიექტებზე შეტევა 18 ივლისიდან დაიწყეს და დარტყმა უკვე 20-მდე ობიექტზე განახორციელეს. სატელიტური ფოტოები ასახავს მნიშვნელოვან ნგრევასა და ხანძრებს.

ეთ ქალაქებსა და რეგიონებში, როგორებიცაა:საჯარო წყაროების თანახმად, თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 9 თანამშრომელი. რუსული Forbes-ის მონაცემებით, მხოლოდ ივლისის თვეში Wildberries-მა თავისი საწყობების მინიმუმ 17% დაკარგა, ხოლო მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 280 მილიარდი რუბლი შეადგინა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კაპანაძე: მე და მარიამ დურგლიშვილი აღარ გავაგრძელებთ გიორგი ჭიღლაძის ინტერესების დაცვას

კაპანაძე: მე და მარიამ დურგლიშვილი აღარ გავაგრძელებთ გიორგი ჭიღლაძის ინტერესების დაცვას

ფორმულა

აჭარის ტელევიზიის წამყვანზე სისტემატური თავდასხმისა და მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

აჭარის ტელევიზიის წამყვანზე სისტემატური თავდასხმისა და მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა თათრეთის რესპუბლიკას დაარტყეს - იწვის რუსეთის ნავთობქიმიური ქარხანა

უკრაინულმა დრონებმა თათრეთის რესპუბლიკას დაარტყეს - იწვის რუსეთის ნავთობქიმიური ქარხანა

ფორმულა

პროკურატურა ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს უარყოფს

პროკურატურა ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს უარყოფს

ფორმულა