მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კაპანაძე: მე და მარიამ დურგლიშვილი აღარ გავაგრძელებთ გიორგი ჭიღლაძის ინტერესების დაცვას
კაპანაძე: მე და მარიამ დურგლიშვილი აღარ გავაგრძელებთ გიორგი ჭიღლაძის ინტერესების დაცვას

კაპანაძე: მე და მარიამ დურგლიშვილი აღარ გავაგრძელებთ გიორგი ჭიღლაძის ინტერესების დაცვას

ფორმულა|formulanews.ge

თელავში, სასტუმროში მომხდარი ინციდენტის დროს „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში” ბრალდებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატის, ლაშა კაპანაძის თქმით, იძულებულია, საქმეს ჩაეხსნას, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ასრულებს ადვოკატის ისეთ მითითებებს, რომელიც საქმისთვის აუცილებელია.

,,გაცნობებთ, რომ მე და ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ამიერიდან აღარ გავაგრძელებთ გიორგი ჭიღლაძის ინტერესების დაცვას.

ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო, რომ გიორგი დაკავების შემდგომ ყოფილიყო თავისუფალი და დაბრუნებოდა ოჯახს, რასაც მივაღწიეთ, თუმცა მოპოვებულ შედეგს სჭირდება შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა კლიენტის მხრიდანაც გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები.

როდესაც დასაცავი პირი არ ასრულებს ადვოკატის ისეთ მითითებებს, რომელიც საქმისთვის აუცილებელია და წარმოადგენს დაცვის ეფექტური განხორციელებისთვის სტრატეგიის ნაწილს, ასეთ დროს ადვოკატი იძულებული ხდება ჩაეხსნას საქმეს, ვინაიდან ცალსახად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი.

Მე და მარიამს გვსურს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ქართველ ხალხს და ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ და მათი დადი წვლილია შეტანილი იმაში, რომ გიორგი თავისუფალია.

ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ სასტუმრო აგარანის მამულის ხელმღვანელობას, რომელთაც 7 აგვისტოს გამართული შეხვედრისას სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში და ადვოკატებს საშუალება მოგვცეს შეუფერხებლად გვეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები სასტუმროს ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობდა გიორგის სისხლის სამართლის საქმეში თავისუფლებაზე დარჩენას, რაც სასტუმრო აგარანის ხელმძღვანელობისთვისაც ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც დაცვის მხარისთვის.

საბედნიეროდ ფაქტია, რა გაურკვევლობასაც არ უნდა ჰქონოდა ადგილი საბოლოოდ ქართული მხარე ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დადგება.

მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ ადვოკატს, რომელიც გააგრძელებს ჩვენს დაწყებულ საქმეს და იმედია დაასრულებს ზუსტად იმ შედეგით, რომელიც ერთადერთ, სწორ და სამართლიანად მიგვაჩნია", - დაწერა ლაშა კაპანაძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გამართარუსთავი 2
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გამართაიმედი
  • როგორც ჩანს, ძალიან ცუდად არის ჩვენი სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სისტემების საქმე - გია არაბიძეBM.GE
  • ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით "ოცნება" ახალ კანონზე მსჯელობს - რა შეფასებები მოჰყვა ახალ ინიციატივასტვ პირველი
დაცვის →

მსგავსი სტატიები

უკრაინული დრონების დარტყმების გამო გამომცემლობებმა Wildberries-ზე წიგნების გაყიდვა შეაჩერეს

უკრაინული დრონების დარტყმების გამო გამომცემლობებმა Wildberries-ზე წიგნების გაყიდვა შეაჩერეს

ფორმულა

აჭარის ტელევიზიის წამყვანზე სისტემატური თავდასხმისა და მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

აჭარის ტელევიზიის წამყვანზე სისტემატური თავდასხმისა და მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა თათრეთის რესპუბლიკას დაარტყეს - იწვის რუსეთის ნავთობქიმიური ქარხანა

უკრაინულმა დრონებმა თათრეთის რესპუბლიკას დაარტყეს - იწვის რუსეთის ნავთობქიმიური ქარხანა

ფორმულა

პროკურატურა ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს უარყოფს

პროკურატურა ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს უარყოფს

ფორმულა