მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე: დიფ სთეითის გეგმა, რუსოფობიის გაღვივება, საქართველოს წინააღმდეგ შტურმის ახალი ეტაპია
კობახიძე: დიფ სთეითის გეგმა, რუსოფობიის გაღვივება, საქართველოს წინააღმდეგ შტურმის ახალი ეტაპია

კობახიძე: დიფ სთეითის გეგმა, რუსოფობიის გაღვივება, საქართველოს წინააღმდეგ შტურმის ახალი ეტაპია

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია, რაც კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება, – ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ემსახურება „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე გამხდარიყო და საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. სწორედ ეს იყო ის „შესაძლებლობების ფანჯარა“, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აყენებდა. საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას მალევე მოჰყვა დირექტივები რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლისკენ იყო მიმართული.

სწორედ აღნიშნულ მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ უარის თქმის, სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა. ამ პროცესში სხვადასხვა ქვეყნებმა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად „დიფ სთეითის“ მიერ იმართებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ – ბაიდენის ხელისუფლებამ, აამოქმედეს ზეწოლის ყველა მექანიზმი – სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს და ა.შ. ასევე, ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გამოიყენეს საქართველოს გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული მმართველი პარტია ვერ დაიმორჩილეს, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ. ეს არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი, რომელიც სინქრონულად, რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. სწორედ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ამ ახალი ეტაპის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა ჩემი დღევანდელი მიზანი“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას“!იმედი
  • კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • ირაკლი კობახიძე - ​დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულირუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძეს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა

აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა

ფორმულა

კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდება დაადასტურა

კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდება დაადასტურა

ფორმულა

კობახიძე: აგენტურამ ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოავლინა

კობახიძე: აგენტურამ ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოავლინა

ფორმულა

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი „სმარტ სოლუშენსი“ ოთხჯერ დააჯარიმა

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი „სმარტ სოლუშენსი“ ოთხჯერ დააჯარიმა

ფორმულა