მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა

აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ს კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ტანკერ Marinera-ს (ყოფილი Bella-1) 47 წლის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს, 10-თვიანი პატიმრობა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა.

როგორც ოლქის პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 12 ივნისს კალანდაძემ ბრალი აღიარა აშშ-ის სანაპირო დაცვის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლომ უფრო მსუბუქი განაჩენი გამოიტანა. იმ შემთხვევაში, თუ პატიმრობის ვადის ათვლა დაკავების დღიდან — 7 იანვრიდან დაიწყება, კაპიტანი საპატიმროს, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში დატოვებს.

ოლქის პროკურორმა ჯინინ პირომ განაცხადა, რომ კალანდაძე მეთაურობდა გემს, რომელიც აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის ნავთობის უკანონო გადაზიდვების დასაფარად გამოიყენებოდა, ხოლო სანაპირო დაცვის მოთხოვნის მიუხედავად, მან გაქცევა სცადა. „ეს საქმე მოწმობს, რომ ის პირებიც აგებენ პასუხს, რომლებიც აშშ-ის სამართალდამცავებისგან თავის არიდებას ღია ზღვაში შეეცდებიან. ოკეანე ვერავის მოაქცევს ჩვენი წვდომის მიღმა“, — აღნიშნა პროკურორმა.

აშშ-მა ტანკერ Bella 1-ს სანქციები ჯერ კიდევ 2024 წელს დაუწესა, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის” გემს, რომელსაც ირანიდან და ვენესუელიდან უკანონოდ გადაჰქონდა ნავთობი.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ თავის დროზე განაცხადა, რომ Marinera-ს რუსეთის დროშით ცურვის დროებითი ნებართვა ჰქონდა და დაკავება ღია ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის რეჟიმის დარღვევით მოხდა. თუმცა, აშშ-ის გენერალური პროკურორის, პემ ბონდისა და ამერიკული მართლმსაჯულების პოზიციით, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით მოქმედი „ჩრდილოვანი ფლოტის“ მართვა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებული დანაშაულია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • მარკო რუბიო: დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი ოჯახს უბრუნდება - მადლობას ვუხდით რუსეთს სტივ უიტკოფთან თანამშრომლობისთვის, პრეზიდენტი არ გაჩერდება, სანამ უსამართლოდ დაკავებული ყველა ამერიკელი შინ არ დაბრუნდებაიმედი
  • 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა - პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ინდოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავარუსთავი 2
  • ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩებატვ პირველი
  • ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან გოგოებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათნეტგაზეთი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

HRW აშშ-ის კონგრესს თურქეთიდან უკრაინაში კასეტური იარაღის გადაცემის დაბლოკვას სთხოვს

HRW აშშ-ის კონგრესს თურქეთიდან უკრაინაში კასეტური იარაღის გადაცემის დაბლოკვას სთხოვს

ფორმულა

კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდება დაადასტურა

კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდება დაადასტურა

ფორმულა

კობახიძე: დიფ სთეითის გეგმა, რუსოფობიის გაღვივება, საქართველოს წინააღმდეგ შტურმის ახალი ეტაპია

კობახიძე: დიფ სთეითის გეგმა, რუსოფობიის გაღვივება, საქართველოს წინააღმდეგ შტურმის ახალი ეტაპია

ფორმულა

კობახიძე: აგენტურამ ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოავლინა

კობახიძე: აგენტურამ ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოავლინა

ფორმულა