
უკრაინამ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ასობით დრონით შეუტია
იმედი|imedinews.ge
რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქს ასობით დრონით თავს დაესხნენ. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, საუბარია 620 უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელთაგანაც 180 განადგურებულია.
მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დრონების ნაწილის ვარდნის ადგილებში საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მოსკოვში 8 ავიარეისის დაშვება ვერ მოხერხდა. მოსკოვის ოთხივე აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა.
ვრცელდება ცნობები 3 დაშავებულის შესახებ. ასევე, ნოგინსკში დაზიანდა Wildberries-ის საწყობი.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge