მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. შსს: დავაკავეთ კაცი, ორი უცხოელის ტელეფონებს მუქარის გამოყენებით დაეუფლა
შსს: დავაკავეთ კაცი, ორი უცხოელის ტელეფონებს მუქარის გამოყენებით დაეუფლა

შსს: დავაკავეთ კაცი, ორი უცხოელის ტელეფონებს მუქარის გამოყენებით დაეუფლა

ფორმულა|formulanews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ სკვერში ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო". - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსულ მედიაზე დაყრდნობით: მოსკოვში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე ლიმიტები შემოიღეს

რუსულ მედიაზე დაყრდნობით: მოსკოვში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე ლიმიტები შემოიღეს

ფორმულა

ნატოს წარმომადგენელი: ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის

ნატოს წარმომადგენელი: ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის

ფორმულა

შსს ლარსის საზღვრის კვეთაზე დეზინფორმაციას უარყოფს: ბოლო 24 საათში 7 880 პირი შემოვიდა

შსს ლარსის საზღვრის კვეთაზე დეზინფორმაციას უარყოფს: ბოლო 24 საათში 7 880 პირი შემოვიდა

ფორმულა

ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის სანქციებს ეხმაურება და ICC-ს მხარდაჭერას უცხადებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის სანქციებს ეხმაურება და ICC-ს მხარდაჭერას უცხადებს

ფორმულა