
უკრაინამ ეისკის ნავთობჩამტვირთავ კომპლექსს დაარტყა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 22 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ეისკის ნავთობტერმინალის საწვავ-საპოხი მასალების რეზერვუარებს დაარტყეს, რის შემდეგაც ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ეისკის ნავთობჩამტვირთავი კომპლექსი აზოვის ზღვის ტაგანროგის ყურეში, ეისკის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურის ნაწილია. ის საზღვაო ტრანსპორტისთვის ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვასა და გადმოტვირთვას ახორციელებს.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, პორტის სატვირთო ტერმინალების გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 6.8 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს, საიდანაც 1 მილიონ ტონაზე მეტი თხევად ტვირთებზე, კერძოდ ნავთობპროდუქტებზე, მოდის.
გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ აღნიშნული ობიექტი რუსეთის არმიის მომარაგების უზრუნველყოფაშია ჩართული.
ღამის განმავლობაში უკრაინის ქვედანაყოფებმა რუსეთის სამარის ოლქში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას (НПЗ) და რეგიონში არსებულ ლოგისტიკურ ჰაბსაც დაარტყეს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge