მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კიევზე რუსეთის იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე რუსეთის იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა

კიევზე რუსეთის იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა

ფორმულა|formulanews.ge

კიევში, 1 სექტემბერს, ღამით რუსეთის იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე გახდა კიევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები.

მედიის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს და დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, პარტნიორებს მოუწოდებს, რომ საჭიროა რუსეთის ბალისტიკური წარმოების წინააღმდეგ მიმართული ანტიბალისტიკური სანქციების სწრაფი მიღება.

"მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, უარი თქვან პუტინის რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით ოცნებებზე. ის კვლავ უარყოფს სამართლიან სამშვიდობო წინადადებებს. ამის ნაცვლად, ის ფსონს დებს უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკურ ტერორზე, ასევე შეერთებულ შტატებსა და მთელ ევროპაში მომავალ არჩევნებზე, იმ იმედით, რომ მათ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, გაამწვავებს შიდა დაპირისპირებებს და დასავლეთის ერთიანობის დესტაბილიზაციას მოახდენს.

მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას ალტერნატივა არ აქვს. მაშინ, როცა რომ უკრაინა ზრდის ზეწოლას ბრძოლის ველზე, ველით, რომ ჩვენი პარტნიორები გაზრდიან ეკონომიკურ ზეწოლას მოსკოვზე და გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას და ენერგეტიკულ მდგრადობას ზამთრის წინ", - ამბობს სიბიგა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 282 სტატია.

  • რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი საქართველოა | საიდან/რა ფასად იყიდება სასმელი ქვეყანაში?BM.GE
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ნათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდა

ნათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდა

ფორმულა

ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებს

ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებს

ფორმულა

ზელენსკი: რუსეთი მშვიდობისკენ არ მიისწრაფვის, მისი ქმედებები საპირისპიროზე მიუთითებს

ზელენსკი: რუსეთი მშვიდობისკენ არ მიისწრაფვის, მისი ქმედებები საპირისპიროზე მიუთითებს

ფორმულა

კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

ფორმულა