მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ფარულავა: პასუხგაუცემელია, რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა
ფარულავა: პასუხგაუცემელია, რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა

ფარულავა: პასუხგაუცემელია, რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა

ფორმულა|formulanews.ge

"გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიგა ფარულავამ, "ქართული ოცნების" პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პარალელურად პასუხგაუცემელი რჩება უმნიშვნელოვანესი კითხვები: როგორ, რა გზითა და რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა.

ფარულავამ აღნიშნა, რომ მოუწოდებენ ყველას, მხარი დაუჭირონ მათ მიერ ინიცირებულ რეზოლუციას რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ანექსიურ აქტთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დააფიქსირონ საქართველოს სახელმწიფოს ურყევი პოზიცია ოკუპაციისა და ანექსიის წინააღმდეგ.

"ვისმენთ ირაკლი კობახიძის განცხადებებს, თითქოს გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგად რუსეთმა საქართველო გადაარჩინა. ვისაც ამ სიცრუის ტირაჟირება სურს, შევახსენებთ: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ სხვა უბედურებებთან ერთად, სწორედ რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ასევე გააუქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა ის რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!

საქართველო გადაარჩინა არა ოკუპანტმა რუსეთმა, არამედ ჩვენმა ურყევმა რწმენამ და ჩვენი გმირი წინაპრების თავგანწირვამ თავისუფლებისთვის...

ხელისუფლების თუ ცალკეული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან მოვისმინეთ მავნებლური განცხადებები ომის დაწყების თარიღებსა თუ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ აზიანებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს და აღრმავებს პოლარიზაციას.

რუსეთის აგრესია დღესაც გრძელდება, მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესი ღიად დააჩქარა. ამის ფონზე, "ქართული ოცნება", საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად, მიმდინარე ანექსიას პასუხობს დანაშაულებრივი დუმილით, ომის დაწყებას საკუთარ ქვეყანას აბრალებს და სტრატეგიულ პარტნიორებს ესხმის თავს! ამ ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას ოკუპანტი რეჟიმი ჩვენსავე წინააღმდეგ იყენებს და კიდევ უფრო აძლიერებს ჰიბრიდულ ომს. დღეს, უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა ოკუპაციაზე, მაგრამ ერთხელ არ უხსენებია რუსეთი - როგორც ოკუპანტი.

ამ ყველაფრის პარალელურად, პასუხგაუცემელი რჩება უმნიშვნელოვანესი კითხვები: როგორ, რა გზითა და რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა? „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ კრძალავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას სპეციალური თანხმობის გარეშე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა რეალურ ჰუმანიტარულ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი აფხაზი დებისა და ძმების ყოფის გაუმჯობესებას. სწორედ საქართველო და ჩვენი ევროპული ინტეგრაცია არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა მათი თვითმყოფადობის, კულტურისა და ეკონომიკური კეთილდღეობის დასაცავად იმ რუსული ასიმილაციისგან, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში სრულ შთანთქმას უქადის მათ იდენტობას.

პროცესის სრული გამჭვირვალობისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, აუცილებელია ღიად და საჯაროდ გაეცეს პასუხი: 1. არსებობს თუ არა საქართველოს მთავრობის ოფიციალური სამართლებრივი აქტი და რა არის ამ ტვირთის რეალური, საბოლოო დანიშნულება? 2. ხომ არ ხდება ჩრდილოვანი ეკონომიკური გარიგებები „ჰუმანიტარული მიზნების“ საფარქვეშ?

თუ ჩვენი მოქალაქეების ბედი გაწუხებთ, აქვე შეგახსენებთ, რომ ენგურის ხიდზე ჩვენს მოქალაქეებს მკაცრად ეზღუდებათ პირადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პროდუქტების გადატანა, ხოლო შემოწმება ხშირად დამამცირებელ ფორმას იღებს.

უმძიმესია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურობა, რომელზეც ხელისუფლებას მკაფიო, ქმედითი პასუხი და უსაფრთხოების გარანტიები არ გააჩნია.

აქვე შეგახსენებთ და მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენ მიერ ინიცირებულ რეზოლუციას რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ანექსიურ აქტთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დააფიქსიროთ საქართველოს სახელმწიფოს ურყევი პოზიცია ოკუპაციისა და ანექსიის წინააღმდეგ.

ამასთან, მზად ვართ, რეზოლუციის განხილვის პროცესში გავითვალისწინოთ თქვენი მოსაზრებები და შესაბამისი წინადადებები, მათ შორის, დოკუმენტში აისახოს 18 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. არჩევნების მკაფიო დაგმობა", - თქვა ფარულავამ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
  • ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”იმედი
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესრუსთავი 2
  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
აფხაზეთის →საწვავის →ოკუპირებულ →

მსგავსი სტატიები

სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ

სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ

ფორმულა

დუეინ დევისი რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

დუეინ დევისი რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ფორმულა

ზელენსკის თქმით რუსული ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა დასავლურ დახმარებაზეა დამოკიდებული

ზელენსკის თქმით რუსული ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა დასავლურ დახმარებაზეა დამოკიდებული

ფორმულა

აშშ ომის დასრულებამდე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქებას გამორიცხავს

აშშ ომის დასრულებამდე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქებას გამორიცხავს

ფორმულა