
სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ
ფორმულა|formulanews.ge
სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით დაკარგულს მე-3 დღეა ეძებენ, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გავრცელებული ცნობებით მისი კვალი ბოლოს ჭალაადის მყინვართან ფიქსირდება.
"ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ სამაშველო სამსახური ჩართულია და გოგონას ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge