
სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება
ფორმულა|formulanews.ge
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდება.
იოსელიანის განცხადებით, შეხვედრის შემდეგ ის კომენტარს გააკეთებს ღარიბაშვილის ციხეში ყოფნასთან და ადვოკატების მიერ დასახელებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის, 26 აგვისტოს გაუქმებულ ხანგრძლივ პაემანზე.
ომბუდსმენის თქმით, პოლიტიკურ შინაარსზე, მათ შორის ღარიბაშვილის წერილებზე, კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ეს მისი მანდატის საკითხი არ არის.
შეხვედრა მას შემდეგ იმართება, რაც ღარიბაშვილის ადვოკატმა სახალხო დამცველს მოუწოდა, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შესულიყო და მისი უფლებების შესაძლო დარღვევები შეესწავლა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge