მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პაპუაშვილი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შედეგი არ მოაქვს
პაპუაშვილი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შედეგი არ მოაქვს

პაპუაშვილი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შედეგი არ მოაქვს

ფორმულა|formulanews.ge

ზოგადად, არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის, – ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, ვინც იყენებს ამ მეთოდებს და უკვე წლებია, შეჩვეული ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის, თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია, გამოყენება, რათა პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს. ამ შემთხვევას რაც შეეხება და ადამიანს, რომელმაც, თუ არ ვცდები, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რაც არის ეს ისტორია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზოგიერთმა ადამიანმა, ვგულისხმობ ჟურნალისტს, ვინც გამომსარჩლებლად არიან ქცეული იმ ადამიანის, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა საკუთარი სიცოცხლე, მის სულს მაინც უნდა სცენ პატივი და მოასვენონ ადამიანი. ხდება კიდევ სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება.

„ვისურვებდი, სამართლებრივ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც აქვს პროკურატურას, გამოძიებას, თუ არსებობს არგუმენტირებული პასუხები, გაეცეს სამართლებრივი პასუხები. სხვადასხვა დროს გვინახავს პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. არის სამართლებრივი საკითხები, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი, ამ ბრალს სჭირდება პასუხი. სხვა დანარჩენი, პოლიტიკური ინსინუაციები, ვფიქრობ, რომ ზედმეტია.

არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი. პოლიტიკურ ჭრილში გადატანა უბრალოდ აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის ხოლმე სუსტი. ჩვენ შეგუებული ვართ, როდესაც ხდება ყურადღების გადატანის მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაციებით. სამართლებრივ კითხვებს სჭირდება სამართლებრივი და არა პოლიტიკური პასუხები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ - დასავალის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდებაიმედი
  • "მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია" - ღარიბაშვილიBM.GE
  • "პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევატვ პირველი
ღარიბაშვილის →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად

კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად

ფორმულა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს

ფორმულა

სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

ფორმულა

სამხარაძე ღარიბაშვილზე: არცერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება

სამხარაძე ღარიბაშვილზე: არცერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება

ფორმულა