მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკის განცხადების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით რეისები გააუქმეს
ზელენსკის განცხადების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით რეისები გააუქმეს

ზელენსკის განცხადების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით რეისები გააუქმეს

ფორმულა|formulanews.ge

თურქულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Pegasus Airlines-მა, ისევე როგორც Turkish Airlines-მა, 2 სექტემბერს მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ათზე მეტი რეისი გააუქმა ან განრიგი შეცვალა.

კერძოდ, გაუქმდა Pegasus-ის რეისი PC1456 ბოდრუმიდან მოსკოვის (ვნუკოვო) მიმართულებით, რომელიც შუაღამისას უნდა გაფრენილიყო. გაფრენის შეჩერება უშუალოდ ჩასხდომის პროცესში მოხდა, რის შემდეგაც მგზავრებს განუცხადეს, რომ გადაწყვეტილება „საჰაერო სივრცეში არსებული ვითარებისა“ და თურქული მხარის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო მიიღეს.

„არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ. თურქული მხარე რეისების შესრულებას კრძალავს“, — განუცხადეს ავიაკომპანიაში მგზავრებს.

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის საინფორმაციო ტაბლოს მიხედვით, შეფერხებები შეეხო Pegasus-ის რეისებს სტამბოლიდან, დალამანიდან, ანტალიიდან და იზმირიდან. ამასთან, შეზღუდვების ფონზე გაუქმდა ან გადაიდო Turkish Airlines-ის, Nesma Airlines-ისა (შარმ-ელ-შეიხი) და Shirak Avia-ს (ერევანი) ცალკეული რეისებიც.

მოვლენები მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც მან საერთაშორისო ავიაკომპანიები და სადაზღვევო ჯგუფები გააფრთხილა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სრულიად არასაიმედო ხდება. პარალელურად, გასულ ღამეს მოსკოვის საჰაერო სივრცეში დრონების შეტევის საფრთხის გამო დროებითი შეზღუდვები მოქმედებდა, რაც დილის 6 საათისთვის მოიხსნა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა

პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა

ფორმულა

იოსელიანი: ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა

იოსელიანი: ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა

ფორმულა

კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად

კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად

ფორმულა

პაპუაშვილი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შედეგი არ მოაქვს

პაპუაშვილი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შედეგი არ მოაქვს

ფორმულა