მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა
პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა

პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა

ფორმულა|formulanews.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს პაემანი ჩანიშნული არ ჰქონია და შესაბამისად, ის ვერ გაუქმდებოდა.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის განმარტებით, დახურული ტიპის დაწესებულების დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომელიც მან მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომ თითქოს მსჯავრდებულს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა. ცალსახად და დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა.

აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.

რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, რაც მსჯავრდებულ ღარიბაშვილის შემთხვევაში არ მომხდარა. ამდენად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პერიოდულად ხორციელდება, არაფერ შუაშია. პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა“.- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ - დასავალის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდებაიმედი
  • "მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია" - ღარიბაშვილიBM.GE
  • "პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევატვ პირველი
ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

ზელენსკის განცხადების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით რეისები გააუქმეს

ზელენსკის განცხადების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით რეისები გააუქმეს

ფორმულა

იოსელიანი: ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა

იოსელიანი: ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა

ფორმულა

კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად

კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად

ფორმულა

პაპუაშვილი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შედეგი არ მოაქვს

პაპუაშვილი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შედეგი არ მოაქვს

ფორმულა