მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ბრიტანეთი უკრაინას 116 მილიონი ევროს „ზამთრის“ საჰაერო თავდაცვის პაკეტს გადასცემს
ბრიტანეთი უკრაინას 116 მილიონი ევროს „ზამთრის“ საჰაერო თავდაცვის პაკეტს გადასცემს

ბრიტანეთი უკრაინას 116 მილიონი ევროს „ზამთრის“ საჰაერო თავდაცვის პაკეტს გადასცემს

ფორმულა|formulanews.ge

გაერთიანებული სამეფო ზამთრის წინ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის პაკეტისთვის 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს (116 მილიონ ევროს) გამოყოფს, მათ შორის Patriot-ის ტიპის რაკეტებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული სამეფოს მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იარაღის მიწოდება მოხდება PURL მექანიზმის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც უკრაინის მოკავშირეები მისი საჭიროებისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ.

ახალი პაკეტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფო უკრაინას ზამთარში რუსეთის მხრიდან თავდასხმებისგან თავის დაცვაში დასახმარებლად საჰაერო თავდაცვის გამანადგურებლებს, მსხვილკალიბრიან საარტილერიო ჭურვებსა და დრონებს მიაწვდის. Patriot-ის ტიპის რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სხვა აღჭურვილობა უკრაინას ზამთრის დადგომამდე მიეწოდება, რაც მას რუსეთის მხრიდან თავდასხმებისგან კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების დაცვაში დაეხმარება.

„მეც და პრემიერ-მინისტრმაც, კიევში ჩვენი პირველი ვიზიტების დროს, ნათლად გავაცნობიერეთ უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ ზამთარში, რადგან პუტინი ემზადება ზამთრის იარაღად გამოსაყენებლად და სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე ბარბაროსული თავდასხმების გასაგრძელებლად.~

ჩვენ პირობა დავდეთ, რომ მოვახდენთ მოკავშირეების მობილიზებას და უფრო დიდ მხარდაჭერას გავუწევთ, სადაც კი შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა თავდაცვის მდივანმა უეს სთრითინგმა. აღსანიშნავია, რომ დღეს სთრინინგი უხელმძღვანელებს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის“ ფორმატის) შეხვედრას, რომელიც 50 ქვეყნისგან შემდგარი ალიანსიაა და უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს. ე.წ. „რამშტაინის“ ფორმატის 36-ე შეხვედრა დღეს დისტანციურ რეჟიმში გაიმართება და მას გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები უხელმძღვანელებენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 228 სტატია.

  • მელანია ტრამპის შუამავლობით, რუსეთი და უკრაინა ოლეშკიში ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენBM.GE
  • რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩატვ პირველი
  • "არ ვიცი, რომელი პარტიები აიკრძალა, ალბათ არის რაღაც საფუძვლიანი განსხვავება" - გიორგი ჭანტურია მოლდოვასა და უკრაინაში პარტიების აკრძალვაზერუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →მილიონი →ევრო →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე

ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე

ფორმულა

მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია

მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია

ფორმულა

დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეა

დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეა

ფორმულა

ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება

ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება

ფორმულა