მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ირანის ელჩი აცხადებს, რომ ფრენების შეზღუდვით ფერეიდნელებთან კავშირის გაწყვეტის რისკი იმატებს
ირანის ელჩი აცხადებს, რომ ფრენების შეზღუდვით ფერეიდნელებთან კავშირის გაწყვეტის რისკი იმატებს

ირანის ელჩი აცხადებს, რომ ფრენების შეზღუდვით ფერეიდნელებთან კავშირის გაწყვეტის რისკი იმატებს

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიების მიმართ დაწესებულ ამერიკულ სანქციებთან შეერთებას ირანის ელჩი მორიგი განცხადებით ეხმაურება. დიპლომატის თქმით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა ცდება მხოლოდ ტურიზმის სფეროს და პრობლემებს ქმნის ჰუმანიტარული თუ სოციალური მიმართულებით.

ელჩის განმარტებით, მიღებულ გადაწყვეტილებას შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს საქართველოს საზოგადოებასა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს, კერძოდ კი ფერეიდნელებს შორის არსებულ კავშირებზე. მან ხაზი გაუსვა ფერეიდნელების მიერ 400 წლის განმავლობაში ენისა და იდენტობის შენარჩუნების ფაქტს და აღნიშნა, რომ ფრენების შეზღუდვა ქმნის ამ სოციალური და ადამიანური ურთიერთობების გაწყვეტის რისკს.

აღნიშნულ საკითხზე ირანის საელჩომ პოზიცია 12 სექტემბერსაც დააფიქსირა. მაშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თბილისის ნაბიჯი არის „ქვეყნის არჩევანი, რომელსაც პატივი უნდა ეცეს“, თუმცა ირანის დიპლომატიური წარმომადგენლობის შეფასებით, საქართველოს ეს გადაწყვეტილება „ამერიკის დიდებისთვის“ აქვს მიღებული.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • ირანის უზენაესი ლიდერი სამშვიდობო პირობებს ასახელებსBM.GE
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანი

რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანი

ფორმულა

TI: 24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცა, რაც კანონით აკრძალულია

TI: 24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცა, რაც კანონით აკრძალულია

ფორმულა

ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ფორმულა

მარნეულში მაღაზიაში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

მარნეულში მაღაზიაში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

ფორმულა