მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პაპუაშვილი: ევროსაბჭოს მიერ პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსება უნდა გაირკვეს
პაპუაშვილი: ევროსაბჭოს მიერ პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსება უნდა გაირკვეს

პაპუაშვილი: ევროსაბჭოს მიერ პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსება უნდა გაირკვეს

ფორმულა|formulanews.ge

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხზე ისაუბრა, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.

ის ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის ღონისძიებები ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და "პირდაპირ პოლიტიკური შინაარსის პროექტს წარმოადგენს".

შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ "რადიკალი პოლიტიკოსის პროექტის დაფინანსება კონკრეტულ მიზანს ემსახურება - საზოგადოებას თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ".

ამ კონტექსტში, პაპუაშვილი ევროსაბჭოს წარმომადგენლობას ახსენებს და ამბობს, რომ მათ პასუხი უნდა გასცენ კითხვას, ხდება თუ არა ამ საქმიანობას "ქართველი ხალხისა და მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით".

პაპუაშვილის ასევე ამბობს, რომ წლების წინ, 2007 წელს თავადაც მონაწილეობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარში, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ "მაშინ სულ სხვა მდგომარეობა და გარემოებები იყო, თუმცა პროექტის იდეოლოგიური ხასიათი იმ პერიოდშიც აშკარად ჩანდა".

"ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსის მქონე პროექტი და სემინარი. სხვათა შორის, წლების წინ ასეთ სემინარებზე მეც გახლდით და რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური პროექტი. რაკი ეს პოლიტიკური პროექტია, ისმის კითხვა, ვინ აფინანსებს? აფინანსებს ევროსაბჭო - არ ვიცი, მარტო თუ სხვებთან ერთად და თუ აფინანსებს, მაშინ მთავრობის თანხმობა უნდა ჰქონდეს. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური პროექტი, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ სიით შემოვიდა - არის რადიკალი პოლიტიკოსი და აფინანსებენ რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკურ პროექტს იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ.

არმაზ ახვლედიანი წინა მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყო. “ნაციონალური მოძრაობა“ - ანტიკონსტიტუციური პარტია, რომელსაც გასაგებია, რა მიზნებიც აქვს და რამდენჯერ სცადა ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ხელში ჩაგდება. როდესაც ასეთ პოლიტიკოსს პოლიტიკურ პროექტს უფინანსებ, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დაფინანსება და უნდა გაირკვეს ჰქონდა თუ არა თანხმობა", - ამბობს პაპუაშვილი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • პაპუაშვილი ქართველ დიპლომატებს: ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართანტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როცა ის რეალურ შედეგს ქმნის, როცა საქართველოს პატივს სცემენ არა იმიტომ, რომ ყველაფერზე თანახმაა, არამედ იმიტომ, რომ იციან ეს არის სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და მათი დაცვა შეუძლიარუსთავი 2
  • „ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?BM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ფორმულა

კობახიძე ღარიბაშვილის შეწყალებაზე: არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვას

კობახიძე ღარიბაშვილის შეწყალებაზე: არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვას

ფორმულა

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა

ფორმულა

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა

ფორმულა