მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე: მთავარია გაირკვეს, იყო თუ არა კომპანიების ბრალეულობა
კობახიძე ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე: მთავარია გაირკვეს, იყო თუ არა კომპანიების ბრალეულობა

კობახიძე ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე: მთავარია გაირკვეს, იყო თუ არა კომპანიების ბრალეულობა

ფორმულა|formulanews.ge

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პირველი კომენტარი გააკეთა ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლასთან დაკავშირებით.

„ზოგადად, კონტროლი ხდება, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც მთელი დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას. როგორც ჩანს, იყო კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც დადგება, თუმცა, ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას. უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და ამის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხზე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საუბარია 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელზე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • კობახიძე პარტიების აკრძალვაზე: ყველაფრისთვის ვართ მომზადებულიტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულებარუსთავი 2
  • აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მეგობრულ რეჟიმში უნდა განხორციელდეს - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ფორმულა

კობახიძე ღარიბაშვილის შეწყალებაზე: არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვას

კობახიძე ღარიბაშვილის შეწყალებაზე: არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვას

ფორმულა

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა

ფორმულა

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა

ფორმულა