მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე ახვლედიანის სკოლის დაფინანსებაზე: ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე
კობახიძე ახვლედიანის სკოლის დაფინანსებაზე: ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე

კობახიძე ახვლედიანის სკოლის დაფინანსებაზე: ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე

ფორმულა|formulanews.ge

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხზე, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს, ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა.

მანამდე, ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ ორგანიზაციის ღონისძიებები ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და "პირდაპირ პოლიტიკური შინაარსის პროექტს წარმოადგენს". ამ კონტექსტში, მან თქვა, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას, ხდება თუ არა ამ საქმიანობის დაფინანსება "ქართველი ხალხისა და მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით".

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ბოლომდე დაინტერესდებიან, რასთან აქვთ საქმე" და "შესაბამის სამართლებრივ რეაგირებაზეც" გაამახვილა ყურადღება.

"ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე. საბოლოოდ თუ დადგინდება და აშკარად ჩანს, რომ სავარაუდოდ ამასთან გვაქვს საქმე. თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • კობახიძე პარტიების აკრძალვაზე: ყველაფრისთვის ვართ მომზადებულიტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულებარუსთავი 2
  • აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მეგობრულ რეჟიმში უნდა განხორციელდეს - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ფორმულა

კობახიძე ღარიბაშვილის შეწყალებაზე: არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვას

კობახიძე ღარიბაშვილის შეწყალებაზე: არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვას

ფორმულა

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა

ფორმულა

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა

ფორმულა