მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საგარეო: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს
საგარეო: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს

საგარეო: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს

ფორმულა|formulanews.ge

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

საგარეოს თანახმად, ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საარჩევნო უბნების გახსნა და ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთ აშკარა გამოვლინებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნული უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.

"საქართველო კვლავაც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც ფორმალური ხასიათი აქვს. დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შემცვლელად მოსკოვიდან საგანგებოდ მოვლენილ მარატ კამბოლოვს ადგილობრივი ძირითადი პოლიტიკური ძალები უჭერენ მხარს.

კამბოლოვმა ხმა ჯავის რაიონის №20 საარჩევნო უბანზე მისცა და განაცხადა, რომ „მთავარია, სამხრეთ ოსეთის ხალხმა გაიმარჯვოს“. არჩევნების წინ მან ასევე წამოაყენა როკის გვირაბის ალტერნატივის მშენებლობის ინიციატივა.

საარჩევნო პროცესისთვის სულ 70 უბანია გახსნილი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოთხი — ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო ერთი — მოსკოვში. სულ დაბეჭდილია 40 ათასი ბიულეტენი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირი დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნების შედეგებს არ ცნობს

ევროკავშირი დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნების შედეგებს არ ცნობს

ფორმულა

ევროკავშირი უკრაინას რაკეტებისა და დრონებისთვის 3.3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს

ევროკავშირი უკრაინას რაკეტებისა და დრონებისთვის 3.3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს

ფორმულა

რას ამბობს ოცნების განათლების მინისტრი თბილისის 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებაზე

რას ამბობს ოცნების განათლების მინისტრი თბილისის 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებაზე

ფორმულა

კობახიძე ახვლედიანის სკოლის დაფინანსებაზე: ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე

კობახიძე ახვლედიანის სკოლის დაფინანსებაზე: ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე

ფორმულა