მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები დასრულდა და წიანსწარი შედეგებით „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები დასრულდა და წიანსწარი შედეგებით „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები დასრულდა და წიანსწარი შედეგებით „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთში სამი დღის განმავლობაში (18-დან 20 სექტემბრამდე) მიმდინარე საპარლამენტო — სახელმწიფო დუმის არჩევნები დასრულდა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებით, არჩევნებზე წინასწარმა აქტივობამ 56,66% შეადგინა.

ცესკოს თავმჯდომარე ელა პამფილოვას თანახმად, ბიულეტენების 13,9%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული პირველი მონაცემებით, ლიდერობს „ერთიანი რუსეთი“ 57,54%-ით, რასაც მოსდევს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია 13,67%-ით, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია 9,2%-ით, „ახალი ხალხი“ 7,96%-ით და „სამართლიანი რუსეთი“ 5,16%-ით. დანარჩენმა ხუთმა პარტიამ ხმების 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და ახალი მოწვევის სახელმწიფო დუმაში წარმოდგენილი არ იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები ოდნავ განსხვავდება სრულიად რუსეთის ცენტრის ეგზიტპოლების შედეგებისგან. რაც შეეხება უცხოეთში არსებულ საარჩევნო უბნებს, დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფების („პროგრესი“ და „გაზაფხული“) ეგზიტპოლებით, საზღვარგარეთ მცხოვრები რუსების ყველაზე მეტი ხმა პარტია „ახალმა ხალხმა“ მოაგროვა (მაგალითად: ნიდერლანდში — 57%, სერბეთში — 63%, პოლონეთში — 50%, ჩეხეთში — 49%, საფრანგეთში — 39%, გერმანიაში — 37%).

არჩევნებს თან სდევდა ცნობები შეფერხებებისა და დარღვევების შესახებ. მოსკოვში რამდენიმე უბანზე ქაღალდის ბიულეტენების გაცემა შეწყვიტეს და ამომრჩევლებს ელექტრონულად ხმის მიცემას სთავაზობდნენ, მრავალი რეგიონიდან კი დამკვირვებლების არდაშვებისა და დაკავების ფაქტები ფიქსირდებოდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 276 სტატია.

  • რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანესBM.GE
  • ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართებარუსთავი 2
  • რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს - იაროსლავლში ხანძარიატვ პირველი
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →არჩევნები →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი იმედოვნებს, აშშ-ის არჩევნების შედეგები დახმარების გაზრდაზე იმოქმედებს

ზელენსკი იმედოვნებს, აშშ-ის არჩევნების შედეგები დახმარების გაზრდაზე იმოქმედებს

ფორმულა

NGO-ები კანონმდებლობაში ცვლილებაზე: ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს

NGO-ები კანონმდებლობაში ცვლილებაზე: ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს

ფორმულა

სერბეთში 2025-ში აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებისთვის 10 პოლიციელი დაკაავეს

სერბეთში 2025-ში აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებისთვის 10 პოლიციელი დაკაავეს

ფორმულა

უკრაინის დაბა კამიშევახაზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

უკრაინის დაბა კამიშევახაზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ფორმულა