მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ნიუ-იორკში „დიდი შვიდეულის“ (G7) მინისტერიალის მნიშვნელოვან შეხვედრას დაესწრო, სადაც მოკავშირეებს გაწეული მხარდაჭერისთვის, ხოლო საფრანგეთს G7-ის თავმჯდომარეობისთვის მადლობა გადაუხადა. სიბიჰამ „დიდი შვიდეულის“ წევრებს მოუწოდა, შეინარჩუნონ და კიდევ უფრო გააძლიერონ წნეხი რუსეთზე, რისთვისაც პარტნიორებს დეტალური არგუმენტები წარუდგინა იმის დასაბუთებლად, თუ რატომ არის მიუღებელი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ნებისმიერი სანქციის შემსუბუქება.

შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების ფართო სპექტრი განიხილეს, რაც მოიცავს ანტიბალისტიკურ სანქციებს, რუსი მებრძოლებისთვის დასავლეთის ქვეყნებში შესვლის აკრძალვასა და გაყინული რუსული აქტივების სრულად გამოყენებას.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ცალკე გადაუხადა მადლობა იმ პარტნიორებს, რომლებმაც ზამთრის წინ უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული მდგრადობის დასახმარებლად ახალი პაკეტების გამოყოფა გამოაცხადეს. სიბიჰას თქმით, უკრაინას ამ ომის დასრულება სურს და ამისთვის რეალური გადაწყვეტილებები არსებობს, რის გამოც ახლა ძალისხმევის გაორმაგების დროა, რათა პუტინი იძულებული გახდეს, უკან დაიხიოს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 274 სტატია.

  • დონალდ ტრამპმა რუსეთთან მასშტაბური შეთანხმება დააანონსაBM.GE
  • რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადანეტგაზეთი
  • ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართებარუსთავი 2
  • რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს - იაროსლავლში ხანძარიატვ პირველი
რუსეთის →უკრაინის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან ზონებში ძლიერი თოვა

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან ზონებში ძლიერი თოვა

ფორმულა

უკრაინამ ესპანეთისგან თავდაცვის ახალი 437 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მიიღო

უკრაინამ ესპანეთისგან თავდაცვის ახალი 437 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მიიღო

ფორმულა

ევროკავშირი ტრამპის ინიციატივას ეხმაურება – მშვიდობისთვის „ბევრი მუშაობაა“ საჭირო

ევროკავშირი ტრამპის ინიციატივას ეხმაურება – მშვიდობისთვის „ბევრი მუშაობაა“ საჭირო

ფორმულა

ევროპაში დივერსიული მუქარების ტალღა 20-ზე მეტ ავიარეისს შეეხო

ევროპაში დივერსიული მუქარების ტალღა 20-ზე მეტ ავიარეისს შეეხო

ფორმულა