მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. არჩილ გორდულაძემ ევროკავშირს ჩიხიდან გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდა
არჩილ გორდულაძემ ევროკავშირს ჩიხიდან გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდა

არჩილ გორდულაძემ ევროკავშირს ჩიხიდან გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდა

ფორმულა|formulanews.ge

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტის იმ კითხვას უპასუხა, რომელიც შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია ბრიუსელი დიალოგის გზას დაუბრუნდეს“. როგორც გორდულაძემ განაცხადა, ევროკავშირის ინტერესებიდან და პრაგმატული მიდგომიდან გამომდინარე, მათ თავად უნდა მოძებნონ გამოსავალი ჩიხში შესული ურთიერთობებიდან და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს:

„ევროკავშირის ინტერესებიდან და პრაგმატული მიდგომიდან გამომდინარე, ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თვითონვე მოძებნონ და თავიანთ გადაწყვეტილებებს გადახედონ! — როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებად სჭირდება ევროკავშირს საქართველო“.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა რეგიონში დიდ როლს ასრულებს და ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ ყველაფერზე უნდა დაფიქრდეს. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიმართ მათი გუნდის განცხადებები ყოველთვის საპასუხო ხასიათს ატარებს და ასეთი განცხადებების ინიციატორები თავად არასდროს არიან, თუმცა თავდასხმასა და ტყუილების გავრცელებას აუცილებლად პასუხობენ, რადგან ასეთია ქართველი ხალხის დავალება:

„ჩვენ შემდგარი ქვეყანა ვართ — ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს მის უდიდებულესობას ქართველ ხალხს და მის გადაწყვეტილებას“.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 152 სტატია.

  • ევროკავშირმა უკრაინას €4.36 მილიარდის ფინანსური დახმარება გადაურიცხაBM.GE
  • საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა - ირაკლი ზარქუარუსთავი 2
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ფორმულა

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ფორმულა

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფორმულა

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ფორმულა