მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკომისიამ უნგრეთისთვის 4,2 მილიარდი ევროს დაფინანსების განბლოკვა მოითხოვა
ევროკომისიამ უნგრეთისთვის 4,2 მილიარდი ევროს დაფინანსების განბლოკვა მოითხოვა

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 4,2 მილიარდი ევროს დაფინანსების განბლოკვა მოითხოვა

ფორმულა|formulanews.ge

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს შესთავაზა, გააუქმოს უნგრეთის მიმართ 2022 წელს მიღებული ზომები, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ქვეყანამ წარმატებით აღმოფხვრა კანონის უზენაესობის ის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენდა ევროკავშირის ბიუჯეტზე. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურ პრესრელიზშია საუბარი.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, უნგრეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის მიმართულებით:

„უნგრეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის მიმართულებით. დღეს ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, განიბლოკოს 4,2 მილიარდი ევრო და უნგრელ სტუდენტებსა თუ მეცნიერებს კვლავ მიეცეთ წვდომა „Erasmus+“ და „Horizon Europe“ პროგრამებზე. მოხარული ვარ, რომ მათ კვლავ სრულად შეეძლებათ ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც ჩვენი კავშირი ქმნის. ეს ადასტურებს, რომ რეფორმებს შედეგი მოაქვს“.

თუ ევროკავშირის საბჭო ამ წინადადებას დაამტკიცებს, უნგრეთს 4.2 მილიარდი ევროს ოდენობის შეჩერებული დაფინანსება სრულად აღუდგება, ხოლო საჯარო ინტერესების მქონე ტრასტების მიერ მართული უნივერსიტეტების სტუდენტები და მკვლევრები კვლავ შეძლებენ „Erasmus+“-სა და „Horizon Europe“-ში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 15 დეკემბერს საბჭომ, კომისიის წინადადების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის ბიუჯეტის დაცვას უნგრეთში არსებული ისეთი დარღვევებისგან, რომლებიც უკავშირდებოდა სახელმწიფო შესყიდვებს, პროკურატურის საქმიანობას, ინტერესთა კონფლიქტს, კორუფციასთან ბრძოლას და საჯარო ინტერესის მქონე ტრასტებს. დაწესებული ზომები მოიცავდა 2021-2027 წლების პერიოდში კოჰეზიის პოლიტიკის სამი პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო ვალდებულებების 55%-ის შეჩერებას, აგრეთვე კომისიისთვის აკრძალვის დაწესებას, აეღო ახალი სამართლებრივი ვალდებულებები საჯარო ინტერესის მქონე ტრასტებთან ისეთი პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა „Erasmus+“ და „Horizon“.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?BM.GE
  • რამდენ ლარად იყიდით 1 დოლარს და ევროს 3 ნოემბერს - ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
  • „დიდი შვიდეული“ ჩერნობილის დაზიანებული სარკოფაგის აღსადგენად 260 მილიონ ევროს გამოყოფსტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
ევრო →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ველით ევროკავშირის სანქციების ძლიერ 22-ე პაკეტს

ზელენსკი: ველით ევროკავშირის სანქციების ძლიერ 22-ე პაკეტს

ფორმულა

პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

ფორმულა

ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა

ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა

ფორმულა

კობახიძე: ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს მომავალშიც შევქმნით

კობახიძე: ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს მომავალშიც შევქმნით

ფორმულა