მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: მსოფლიომ უფრო მკაცრი პასუხი უნდა აირჩიოს რუსეთისთვის
ზელენსკი: მსოფლიომ უფრო მკაცრი პასუხი უნდა აირჩიოს რუსეთისთვის

ზელენსკი: მსოფლიომ უფრო მკაცრი პასუხი უნდა აირჩიოს რუსეთისთვის

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, გასულ ღამეს რუსეთის მხრიდან იერიშს გამოეხმაურა. ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა.

"კიევსა და ზაპოროჟიეში, ასევე ოდესის, სუმისა და ხარკოვის რეგიონებში საცხოვრებელ სახლებზე არაერთი დარტყმა განხორციელდა. სამწუხაროდ, ზაპოროჟიეში ორი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც: საბავშვო ბაღი და ლიცეუმი კიევის რეგიონში, უნივერსიტეტი ხარკოვში, ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა პოლტავის, მიკოლაივისა და ვინიცის რეგიონებში", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს მოუწოდა არ დაივიწყონ, რომ რუსეთი ყოველდღიურად აძლიერებს ესკალაციას. ზელენსკის თქმით, თხოვა პრეზიდენტ ტრამპს გამოიყენოს ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ყველა მისი მოკავშირის წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს ომის აგრესიას. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, დააწესონ დამატებითი სანქციები, რათა საბოლოოდ დამყარდეს მშვიდობა.

"თუ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დარტყმები კიდევ უფრო სასტიკი გახადონ, მსოფლიომ უფრო მკაცრი პასუხი უნდა აირჩიოს, რათა ომი კიდევ უფრო არ გავრცელდეს.

ჩვენ ვთხოვთ პრეზიდენტ ტრამპს, რუსეთისა და ყველას წინააღმდეგ, ვინც ფინანსურად ამაგრებს მის ომს, გამოიყენოს ლინდსი გრემის კანონი.

ჩვენ ვთხოვთ ანტონიო კოსტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენს, დააწესონ დამატებითი ევროპული სანქციები.

ჩვენ ვთხოვთ ყველა ლიდერს, არ ამოიღონ რუსი ოლიგარქები მოქმედი სანქციების სიებიდან და გააგრძელონ ტერორისტებთან ნებისმიერი ვაჭრობის შეზღუდვა, ვიდრე რუსეთი ომს არ შეწყვეტს.

სწორედ ასე - ყოველდღიური ერთობლივი ძალისხმევით - უნდა დავაახლოვოთ მშვიდობა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ და საავიაციო ქარხნებს შეუტიესBM.GE
  • რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა - ვირუსი რისკჯგუფებს გასცდატვ პირველი
  • აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებარუსთავი 2
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →პასუხი →

მსგავსი სტატიები

ირანის მუქარის გამო აშშ-მა ბრიტანული სამხედრო ბაზიდან თვითმფრინავები სასწრაფოდ გაიყვანა

ირანის მუქარის გამო აშშ-მა ბრიტანული სამხედრო ბაზიდან თვითმფრინავები სასწრაფოდ გაიყვანა

ფორმულა

75 წლის ასაკში პროევროპული აქციების მარტვილელი მხარდამჭერი, მზისა გაბეშია გარდაიცვალა

75 წლის ასაკში პროევროპული აქციების მარტვილელი მხარდამჭერი, მზისა გაბეშია გარდაიცვალა

ფორმულა

აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ფორმულა

ირანსა და საფრანგეთს შორის დაძაბულობა იზრდება — თეირანი კიბერთავდასხმებს უარყოფს

ირანსა და საფრანგეთს შორის დაძაბულობა იზრდება — თეირანი კიბერთავდასხმებს უარყოფს

ფორმულა