მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელობის ბრალდებით ედგარ აბუხბა დააკავეს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელობის ბრალდებით ედგარ აბუხბა დააკავეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელობის ბრალდებით ედგარ აბუხბა დააკავეს

ფორმულა|formulanews.ge

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის, 26 წლის ამინა ბიკბოვას მკვლელობის ბრალდებით გუდაუთაში მცხოვრები 25 წლის ედგარ აბუხბა დააკავეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიების ინფორმაციით, ბიკბოვას ახლობლებმა სამართალდამცველებს 26 სექტემბერს მიმართეს და განაცხადეს, რომ ახალგაზრდა ქალი სამი დღის განმავლობაში კავშირზე აღარ გადიოდა.

როგორც ირკვევა, 23 სექტემბრის საღამოს ბიკბოვა გაგრაში, არძინბას გამზირზე ედგარ აბუხბას შეხვდა, რის შემდეგაც ისინი ტაქსით სოფელ ფსახარაში, ნაქირავებ საცხოვრებელში წავიდნენ. აბუხბამ დაკითხვისას განაცხადა, რომ მათ შორის კონფლიქტი მოხდა და მან ქალი გაგუდა. მეორე დილით, კვალის დაფარვის მიზნით, მან ნაცნობისგან ავტომობილი ითხოვა, ცხედარი მანქანაში მოათავსა და ბზიფის ხეობის მიმართულებით წაიღო.

თავდაპირველად ის ცხედრის მდინარეში გადაგდებას გეგმავდა, თუმცა ეს ვერ შეძლო და პლედში გახვეული ცხედარი სოფლის გზასთან, ბუჩქებში დატოვა, ხოლო მოკლულის ტელეფონი და პირადი ნივთები სოხუმის გზატკეცილზე მდებარე ნაგვის კონტეინერებში გადაყარა. საქმეს გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურა იძიებს.

აღსანიშნავია, რომ ედგარ აბუხბა წარსულში უკვე იყო გასამართლებული მძიმე დანაშაულისთვის. 2019 წლის 31 ივლისს, სოხუმში, იმ დროს არასრულწლოვანმა აბუხბამ რუსეთის მოქალაქე ქალი გააუპატიურა, ფიზიკურად გაუსწორდა და პირადი ნივთები წაართვა. 2021 წლის თებერვალში სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო გაუპატიურებაში, ძალადობრივ ქმედებებში, ძარცვასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რისთვისაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება 16-წლიან პატიმრობას ითხოვდა).

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • ყაზახეთში სუვერენული ფონდისა და ეროვნული რკინიგზის ხელმძღვანელები კორუფციის ბრალდებით დააკავესBM.GE
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • ჩვენ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ - სიორიძეტვ პირველი
  • თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავესნეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პედაგოგი დააკავეს

თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პედაგოგი დააკავეს

ფორმულა

მძარცველებმა პარიზის საიუველირო მაღაზიიდან ერთ მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ნივთები წაიღეს

მძარცველებმა პარიზის საიუველირო მაღაზიიდან ერთ მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ნივთები წაიღეს

ფორმულა

გურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5 წელი მიესაჯა

გურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5 წელი მიესაჯა

ფორმულა

ფინეთის სამხედრო უწყებამ ბალტიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდზე დარტყმა დააფიქსირა

ფინეთის სამხედრო უწყებამ ბალტიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდზე დარტყმა დააფიქსირა

ფორმულა